დევიდ მოიესს ძალიან სურს შუახაზის გაძლიერება, რომელიც პოლ სქოულზის წასვლის შემდეგ მართლაც სუსტად გამოიყურება. ამიტომაც უნდოდა "იუნაიტედს" ჯერ ტიაგო ალკანტარას, შემდეგ კი სესკ ფაბრეგასის დამატება, მაგრამ არც ერთის ტრანსფერი არ გამოუვიდა.
ხორვატი ლუკა მოდრიჩი ადრე "ტოტენჰემში" თამაშობდა და გუნდის ლიდერიც იყო, "რეალში" სრულფასოვნად დამკვიდრება კი მან ვერ შეძლო. "იუნაიტედი" სამეფო კლუბს მოდრიჩის სანაცვლოდ 25 მილიონ ფუნტ სტერლინგს შესთავაზებს.
ასევე იხილეთ:
დევიდ მოიესი: