სტიუარტ დაუნინგი "ტოტენჰემს" ემუქრება

AutoSharing Option
"ვესტ ჰემის" ლიდერი სტიუარტ დაუნინგი აქედანვე ემზადება "ტოტენჰემთან" მომავალი დერბისთვის და კბილებს ილესავს.

30 წლის ნახევარმცველი თავისი თანაგუნდელების დამატებით მოტივირებას ცდილობს:

"თუ "ტოტენჰემთან" გამარჯვებას მოვახერხებთ, ინგლისის თასიდან გამოვარდნის დავიწყებაც შეიძლება.

პრემიერლიგაში ევროზონაში მოხვედრის შემთხვევაში, ფანები სათასო წარუმატებლობას გვაპატიებენ. თანაც, "ტოტენჰემის" ვალი გვაქვს, იმის მერე, რაც პირველ ტურში მათ ბოლო წუთზე გატანილი გოლით მოგვიგეს.

არ მინდა, მათ უფლება მივცე, რომ ცხრილში ჩვენზე ზემოთ დაამთავრონ სეზონი. ისინი ბევრ ფულს ხარჯავენ. არ გვინდა, რომ მთელი ჩვენი შრომა და პირველ წრეში ტოპ-კლუბების დამარცხება წყალში
ჩაიყაროს" - თქვა დაუნინგმა.

შეგახსენებთ, რომ "ტოტენჰემისა" და "ვესტ ჰემის" შეხვედრა 22 თებერვალს, ჩვენი დროით 16:00 საათზე დაიწყება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ