"ნაპოლი" პრემიერლიგის ორი ნახევარმცველის შეძენას გეგმავს

AutoSharing Option
ჟურნალისტმა ვალტერ დე მაჯომ რადიო Goal-ის ეთერში განაცხადა, რომ "ნაპოლი" ზაფხულში, ნიკოლო ძანიოლოს (ასტონ ვილა) გარდა, "ტოტენჰემის" ნახევარმცველის, დეიან კულუშევსკის გადაბირებასაც შეეცდება.

დე მაჯოს მტკიცებით, ძანიოლოს ნეაპოლურ გუნდში გადასვლა სურს, ხოლო კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს ძალიან მოსწონს 23 წლის კულუშევსკის თამაში და ტრანსფერის გაჩარხვას შეეცდება.

კულუშევსკი სტოკჰოლმში ჩრდილომაკედონიელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა, თამაში ბრომაპოიკარნაში" დაიწყო, 2018 წელს იტალიაში გადაბარგდა, სადაც "ატალანტას", "პარმას" და "იუვენტუსის" ღირსებას იცავდა. 2023 წელს იჯარით "ტოტენჰემმა" აიყვანა, შემდეგ კი მისი კონტრაქტი გამოისყიდა.

კულუშევსკიმ შვედეთის ნაკრებში 37
მატჩში 3 გოლი გაიტანა, transfermarkt-ის მიხედვით კი, მისი ფასი 55 მილიონი ევროა. ამ სეზონში დეიანის ანგარიშზე პრემიერლიგის 29 შეხვედრაში 6 გოლია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგი მარცხენა მცველი 2 ცენტრალური მცველი ერთი ნახევახევარმცველი სამარჯიჩი მაგალითად ოსიმენჯ თუ წავა სუპერ ფორვარდი და კულავეშკი პოლიტანოს კონკურენტად და ასევე ხვიჩასაც ჭირდება ერთი კარგი კონკურენტი რომ არ მოდუნდეს
შახრუდინი
13:48 09-04-2024
2
კულუშევსკი 23 წლისაა? ისე გამოიყურება თითქოს 30-ის იყოს
რობი
10:11 09-04-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული