ტიბო კურტუა სათამაშოდ მზადაა

AutoSharing Option
"დეილი მეილის" ინფორმაციით, ლონდონის "ჩელსის" გოლკიპერმა ტიბო კურტუამ მუხლის ტრავმა მოირჩინა.

ბელგიელი მზად არის, გუნდს "ბორნმუთთან" პრემიერლიგის მე-15 ტურის მატჩში დაეხმაროს.

კურტუამ ამ ტრავმის გამო სამი თვე გამოტოვა. ჟოზე მოურინიოს ასევე უბრუნდებიან ჯონ ტერი, რადამელ ფალკაო, რამირესი და ლოიკ რემი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"