"მანჩესტერ იუნაიტედი" ხამეს როდრიგესის სარეკორდო ტრანსფერისთვის ემზადება

AutoSharing Option
ესპანური მედიის ცნობით, დიდი შანსია, მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ხამეს როდრიგესმა ქვეყანა დატოვოს და "მანჩესტერ იუნაიტედში" გადაბარგდეს.

ინტერნეტ-პორტალ Goal-ის ცნობით, კოლუმბიელი ფეხბურთელი უკმაყოფილოა მადრიდულ კლუბში მისი მდგომარეობით, ასევე, არასაკმარისი სათამაშო პრაქტიკით, რასთან შეგუებასაც არ აპირებს.

იტყობინებიან, რომ ინგლისური კლუბის წარმომადგენლებს მოთამაშის შესაძენად 75 მლნ ევროზე მეტის გადახდა და იმ სატრანსფერო რეკორდის დამხობა აქვთ განზრახული, რომელიც 2014 წელს ანხელ დი მარიას შეძენისას დამყარდა.

გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, ხამესის სათამაშო ფორმითა და ვარჯიშისადმი დამოკიდებულით უკმაყოფილოა "რეალის" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი, რომელიც ჰავბეკს ძირითად
შემადგენლობაში დაყენებას არ უპირებს.

ხამეს როდრიგესმა ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონში 10 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 3 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა.