ნოლიტოსთვის "ლივერპულიც" გაიბრძოლებს

AutoSharing Option
მერსისაიდული "ლივერპული" "სელტას" ფორვარდ ნოლიტოთი დაინტერესდა.

აღნიშნულ ინფორმაციას talkSPORT-ი ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ 29 წლის ესპანელის სანაცვლოდ "სელტას" 18 მილიონი ევრო შესთავაზა, რომელიც ფეხბურთელის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად არის მითითებული.

ფეხბურთელით ასევე კატალონიის "ბარსელონა" და ლონდონის "არსენალი" ინტერესდებიან.

ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 შეხვედრაში ნოლიტოს ანგარიშზე 8 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.
ასევე დაგაინტერესებთ