ტურეს აგენტი: გვარდიოლა კარგი მწვრთნელია, მაგრამ როგორც ადამიანი ნეხვია

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველის იაია ტურეს აგენტი დმიტრი სელიუკი აგრძელებს ხოსეპ გვარდიოლასთან კონფლიქტს.

"გუნდმა უნდა უთხრას გვარდიოლას, რომ იაია მათი ოჯახია. პეპს არ აქვს უფლება ასე მოექცეს მოთამაშეებს. ეს არასწორია, მოექცე ასე მსოფლიოს დონის ფეხბურთელებს.

გვარდიოლა კარგი მწვრთნელია, მაგრამ როგორც ადამიანი ნეხვია. ნორმალური ადამიანი ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

გვარდიოლას არ მოსწონს, რომ მის საქციელს განიხილავენ, მაგრამ ინგლისში ვცხოვრობთ და არა ავღანეთში ან ჩრდილოეთ კორეაში. აქ ადამიანებს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება აქვთ", - ციტირებს სელიუკის სიტყვებს The Sun.

შეგახსენებთ, რომ სელიუკისა და
გვარდიოლას შორის სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ესპანელმა სპეციალისტმა ტურე ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ შეიყვანა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გაუზრდელი უკრაინელი ყურადღების მიქცევას ცდილობს
vova
14:03 26-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული