![](https://sportall.ge/pictures/image31/ae810b225e97f8b0d28a6b9a7e1f4ce3.jpg)
"ყველამ იცის, რომ მე მუსულმანი ვარ და არ ვსვამ. ალკოჰოლზე ყოველთვის უარს ვამბობდი. ამასთანავე, საჭესთან ნასვამი ყოფნა სერიოზული დანაშაულია. მიუხედავად ამ გაუგებრობისა, სასჯელს ვიღებ და ბოდიშს ვიხდი ამ სიტუაცი
მას მერე, რაც ტურე მუსულმანი გახდა, ის ყოველთვის გაურბოდა ალკოჰოლს და ერთხელ დაჯილდოების ცერემონიაზე "თვის მოთამაშედ" აღიარებულმა იაიამ ერთ ყლუპ შამპანურზეც უარი თქვა, რელიგიური მოსაზრებების გამო. თუმცა იგი არ აკონკრეტებს, თუ რა ტიპის გაუგებრობას ჰქონდა ამჯერად ადგილი და როგორ მოხვდა მის სისხლში საჭესთან ჯდომისას დასაშვებზე ორჯერ მეტი ალკოჰოლის დოზა.
ინგლისში კი უკვე ხუმრობაც დაიწყეს, რომ ტურე სასმელს პეპ გვარდიოლასთან დაძაბული ურთიერთობის გამო მიეძალაო.
როგორც იცით, ესპანელმა იგი გუნდის განაცხადში ცოტა ხნის წინათ დააბრუნა, რაც ტურემ მისი აგენტის, დიმიტრი სელიუკის მხრიდან გვარდიოლას მისამართით გაკეთებულ ხმამაღალ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს ასევე "გაუგებრობა" უწოდა და ბოდიში მოიხადა, რასაც პეპი კატეგორიულად მოითხოვდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"