კლაუდიო მარკიზიო: 27 წლის გავხდი და აქედან 20 "იუვენტუსის" ფორმით გავატარე

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველმა კლაუდიო მარკიზიომ 19 იანვარს თავის 27-ე დაბადების დღეს აღნიშნა.

ტურინში დაბადებულმა და გაზრდილმა კლაუდიომ, რომელიც "ბებერი ქალბატონის" აკადემიის აღზრდილია, გუნდის გულშემატკივრებს სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართა.

"მოლოცვისთვის გმადლობთ! ვცდილობ, ყველა წერილი წავიკითხო, თუმცა იმდენია...

ყოველთვის შევეცდები, თქვენი ნდობა გავამართლო - თამაშში სულსა და გულს ჩავდებ და არასდროს დავნებდები.

დღეს მე 27 წლის გავხდი, აქედან 20 კი "იუვენტუსის" ფორმით გავატარე და ეს დრო ბრწყინვალე გასახსენებელია.

არასდროს დავიღლები იმ ადამიანებისადმი მადლიერების გამოხატვით, რომლებმაც ძალიან ბევრი მომცეს",
- დაწერა მარკიზიომ თავის
"ფეისბუქის" გვერდზე.
მკითხველის კომენტარები / 1 /
საგოლლ ჯიგარი და სული და გული ხაარ იუვესი ეგრე გამნაგრძე
giga
17:19 20-01-2013
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული