"მილანის" და იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ჟურნალისტებს თავისი გულისტკივილი გაუზიარა:
"იტალიურმა კლუბებმა თავმოყვარეობა დაკარგეს, რადგან განაცხადში ხშირად 14-15 ლეგიონერი ჰყავთ. სად არიან ახალგაზრდა იტალიელი ფეხბურთელები, რომლებიც კლუბებმა საბავშვო სკოლებში აღზარდეს?
სულ უფრო მრავლდებიან ფერადკანიანი მოთამაშეები და ისინი უკვე ბავშვთა გუნდებშიც დომინირებენ. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ეს კარგს არაფერს მოგვიტანს".
საკის განცხადებას დიდი რეზონანსი მოჰყვა და, რა გასაკვირია, რომ სენიორ არიგოს რასიზმში დასდეს ბრალი.
საკის
ჩემს სიტყვებს არასწორი ინტეპრეტაცია მისცეს და უფრო გაამძაფრეს, რამაც გაუგებრობა გამოიწვია. ვადასტურებ, რომ შეშფოთებული ვარ სერია A-ში ლეგიონერთა სიმრავლით და ფერადკანიანი ფეხბურთელებიც ამ ლეგიონერთა რიცხვში შედიან.
თავად იმაში, რომ იტალიელი მოთამაშეების დაწინაურება მსურს, ცუდი არაფერია - ჩვენი ეროვნული იდენტობა არ უნდა დავკარგოთ და წესით, ყველა ნორმალური იტალიელი ამაში უნდა მეთანხმებოდეს.
კალჩო კრიზისშია, მე კი უბრალოდ გამოსავალს ვეძებ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"