ლეგენდარულ სპეციალისტ არიგო საკის არ ესმის ის სამწვრთნელო პოლიტიკა, რომელსაც იტალიური კლუბები ატარებენ და მიაჩნია, რომ ამ მხრივ, ვითარება აუცილებლად უნდა შეიცვალოს.
"ძალიან კარგია, რომ იტალიურმა კლუბებმა ფულის დახარჯვა დაიწყეს, მაგრამ არის სხვა პრობლემები, რომლებზეც აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება. უმაღლესი დონის იტალიელი მწვრთნელები უმუშევრები არიან და მიუხედავად ამისა, მათ მიწვევას არავინ ფიქრობს.
ჩეზარე პრანდელი, ლუჩანო სპალეტი, ვალტერ მაძარი, რობერტო დონადონი და კიდევ არაერთი სპეციალისტი საინტერესო წინადადებებს ელოდებიან, თუმცა უშედეგოდ. ამ დროს, სერია A-ს ამბიციურ გუნდებში ახალგაზრდა უცხოელი მწვრთნელები ინიშნებიან.
არც
სინიშა მიხაილოვიჩის საწინააღმდეგო მაქვს რამე და არც პაულო სოუზასი, მაგრამ როდესაც პრანდელია თავისუფალი, ვფიქრობ, რომ პირველ რიგში, კლუბები მისით უნდა დაინტერესდნენ. შესაძლოა, ჩემი მხრიდან ამაზე საუბარი არაკოლეგიალურია, მაგრამ სიმართლეს ვერსად გავექცევით. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი გამოცდილი მწვრთნელები იტალიური ფეხბურთის სამსახურს დაუბრუნდებიან".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"