ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და რიო მავუბას ჩხუბი საფრანგეთის ჩემპიონატში [VIDEO]

AutoSharing Option
"ლილის" ნახევარმცველმა რიო მავუბამ პსჟ-სთან (2:2) საფრანგეთის ჩემპიონატის მე-19 ტურის მატჩში მომხდარ ეპიზოდზე ისაუბრა.

ინციდენტი მავუბასა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს შორის მოხდა.

"მისი სიმაღლე 2 მეტრია, მხოლოდ მის თავს შევეხე, ის კი დაეცა. იბრაჰიმოვიჩის მხრიდან პროვოკაციას ჰქონდა ადგილი.

შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგაში ეს საქციელი წითლით დაესაჯათ, მაგრამ არბიტრი გონივრულად მოიქცა", - თქვა მავუბამ.

არბიტრმა კი ორივე ფეხბურთელს ყვითელი ბარათები უჩვენა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მომზადებულია Canal+-ის მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ