კონფედერაციათა თასი 2017: კონტინენტების მეათე ჯახი

AutoSharing Option
17 ივნისს რუსეთის ოთხ ქალაქში (სანკტ პეტერბურგი, მოსკოვი, ყაზანი და სოჭი) მუნდიალის პრელუდია ანუ კონფედერაციათა თასი აიღებს სტარტს.

საფეხბურთო სამყაროში კონფედერაციათა თასს ბევრი სერიოზულად არ უყურებს, მაგრამ რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ ამ ტურნირის ნაკლებ მნიშვნელობაზე, ფაქტია, მას ბევრი რამის გამოჩენა შეუძლია.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ შეჯიბრებაზე, რომელიც რიგით მეათეა, ვიხილავთ ბევრ ვარსკვლავსა თუ ამომავალ ვარსკლავს. ფეხბურთელებს, რომლებსაც მწვრთნელები თავის გამოჩენის საშუალებას აძლევენ და ისინიც სრული შემართებით თამაშობენ და ბოლომდე იხარჯებიან ხოლმე.

დავინახავთ, რამდენად მზად არის მასპინძელი რუსეთი დიდი ტურნირის
დასახვედრად, რომელიც ზუსტად ერთი წლის მერე გაიმართება და, რამდენად უნდა ველოდოთ ხარვეზებს გაისად. ამ თემაზე ბევრი დისკუსია გაიმართა, რიგი საკითხები მოუგვარებელი ჩანს და, ალბათ, გახსოვთ, რომ სხვადასხვა მზიეზების გამო, რუსეთისთვის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის ჩამორთმევაზეც კი საუბრობდნენ, მაგრამ ფაქტია, 2018 წლის მუნდიალი მაინც ამ ქვეყანაში ჩატარდება და იქამდე გენერალური რეპეტიცია სწორედ კონფედერაციათა თასია.

რასაკვირველია, ეს კარგი შანსი მწვრთნელებისთვისაც ნახსენებ ახალ ფეხბურთელებთან ერთად, განსხვავებული ტაქტიკური მონახაზები მოსინჯონ ან არსებულში ხარვეზები შენიშნონ და მათ დახვეწაზე იზრუნონ. მოკლედ, ტურნირი 17 ივნისს სანკტ-პეტერბურგში აიღებს სტარტს და იქვე, 2 ივლისს დასრულდება.

Sportall.Ge

A ჯგუფი
შეჯიბრება რუსეთისა და ახალი ზელანდიის ნაკრებების დაპირისპირებით გაიხსნება. ის, რომ მაპსინძლები თავიდანვე ჯგუფის აუტსაიდერს ხვდებიან დადებითი მოვლენაა თუ უარყოფითი, თავად განსაჯეთ. მათზე დიდი ზეწოლა იქნება და სტანისლავ ჩერჩესოვს ესმის, რომ თუ მისი ბიჭები ამ მატჩს ვერ მოიგებენ, მერე უკვე გაუჭირდებათ ჯგუფიდან გასვლა.

მეორე მხრივ, თუ მოიგებენ ეს გამარჯვება თავდაჯერებასაც შემატებს და უპირატესობასაც მიანიჭებს, რადგან რუსთა კონკურენტები ხუან კარლოს ოსორიოს მექსიკა და ფერნანდუ სანტუშის მოქმედი ევროპის ჩემპიონი პორტუგალია ითამაშებენ. კრიშტიანო რონალდო და მისი მეგობრები ქვეჯგუფის ფავორიტებად მიიჩნევიან და ზოგადად ტურნირისაც, რასაკვირველია, გერმანიასთან და ჩილესთან ერთად.

სავარაუდოდ, მინიმუმ ერთი ნახევარფინალისტის ვინაობა მესამე ტურში ყაზანში გადაწყდება, სადაც მექსიკა და რუსეთი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

სამწუხაროდ, გიორგი ჯიქიამ საბოლოოდ გადაწყვიტა და არჩევანი რუსეთის ნაკრების სასარგებლოდ გააკეთა. ის გუნდის ოფიციალურ განაცხადშია. საკმარისია, ერთი წუთითაც გავიდეს მოედანზე, რომ საქართველოს ნაკრებში ვეღარასოდეს ითამაშებს. სხვათა შორის, ზელანდიელთა ფორვარდმა მარკო როხასმა მასპინძელთა გუნდში ფიოდორ სმოლოვის გარდა, სწორედ ჯიქია გამოარჩია.

B ჯგუფი
ეს ჯგუფი გაცილებით მძიმე და რთულია. მართალია, იოახიმ ლიოვმა რუსეთში გვარიანად გადახალისებული შემადგენლობა წაიყვანა, მაგრამ ექსპერიმენტული ცუდს არ ნიშნავს. "ნაციონალმანშაფტში" ახალი სახეები გამოჩნდნენ, რომლებსაც კარგი სეზონი ჰქონდათ და ამხანაგურ შეხვედრაშიც მშვენივრად ითამაშეს, მაგალითად - სანდრო ვაგნერი. კიდევ ერთი ასეთი ფეხბურთელი ასევე ლაიპციგელი, დიეგო დემე სამწუხაროდ, ვეღარ ითამაშებს, რადგან მისი ტრავმა სერიოზული გამოდგა და 25 წლის ნახევარმცველი გერმანიის ნაკრებს გამოაკლდა.

გერმანელები აუსტაიდერ ავსტარალიასთან მატჩით დაიწყებენ, მაგრამ "ოზების" წაქცევა არც ისე ადვილი იქნება, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.

ამჯერად, ვერც ბრაზილიის ნაკრებს ვნახავთ, ვერც არგენტინისას და ვერც ურუგვაის, რადგან კოპა ამერიკა ვერც ერთმა ვერ მოიგო. სამაგიეროდ, ჩილეს ვიხილავთ, რომელსაც ტიტულების მოგება გაუტკბა და ახლა კონფედერაციათა თასისთვისაც გაიბრძოლებს. ვნახოთ, რას იზამს ესპანელი ხუან ანტონიო პიცი და მისი ამალა. კამერუნელები კი შეეცდებიან აფრიკის კონტინენტის საფეხბურთო პრესტიჟი დაიცვან.

ჯგუფურიო ეტაპის პირველი ტურის მატჩი ჩილესა და კამერუნს შორის შესაძლოა, გადამწყვეტიც კი იყოს ამ ორი ნაკრებისთვის, რადგან თუ კამერუნელებს რამის პრეტენზია აქვთ, ამ შეხვედრაში საკუთარ თავს მარცხის უფლება არ უნდა მისცენ.

Sportall.Ge

კომენტარები
"მინდა ვთქვა, რომ იგი ჩვენთვისაც კი კერპია და წარმომდიგენია, ფანებისთვის რას ნიშნავს და როგორ უყურებენ მას მეტოქეები. აღფრთოვანებას იწვევს ის, რასაც კრიშტიანო მინდორზე აკეთებს, თუ როგორ თამაშობს და როგორ იხარჯება ნაკრებისთვის. ჩვენი უახლოესი მეტოქე მექსიკის ნაკრებია, რომელიც ძალიან ძლიერია და თითქმის გაინაღდა ადგილი მსოფლიოს ჩემპიონატზე. ამ ნაკრებს ჰყავს ლიდერები, მაგრამ უპირველესი უპირატესობა გუნდური თამაშის უნარია, ფეხბურთი კი გუნდური სპორტია. ადვილი თამაშები არ იქნება, მაგრამ ჩვენ ვეცდებით, რომ კონფედერაციათა თასი მოვიგოთ, ამისთვის ყველა შესაძლებლობა გვაქვს" - თქვა პორტუგალიელთა მცველმა ბრუნო სილვამ.

"მეტოქე ძალიან ძლიერია. დიახ, პორტუგალიას რონალდო ჰყავს, მაგრამ პირადად მე მისი არ მეშინია. თანაც, თქმა იმისა, რომ კრიშტიანოს ვეთამაშებით არასწორია, რადგან სხვა ფეხბურთელები არ უნდა დაგვავიწყდეს, პორტუგალია ძალიან კარგი ნაკრებია. თუმცა ჩვენც დარწმუნებულნი ვართ საკუთარ შესაძლებლობებში, საკუთარ ქვეყანას წარმოვადგენთ და ბოლომდე დავიხარჯებით. სამწუხაროდ, ხესუს კორონა დავკარგეთ, ის დიდებული მოთამაშეა, ძალიან ნიჭიერი, მაგრამ შემცვლელებიც გვყავს" - განაცხადა მექისკელთა მეკარემ გილერმო ოჩოამ.

"ნაკრების შეკრებით კმაყოფილი ვარ. ბიჭები ძალიან მონდომებულნი არიან და იმედი მაქვს, რომ ეს კონფედერაციათა თასზეც კარგად გამოჩნდება. რასაკვირველია, ჩვენი მიზანი მოგება იქნება, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის თამაშის ჩვენება და კარგად შეთამაშება" - ამბობს იოახიმ ლიოვი.

"ის, რომ ჩილეს ნიჭიერი ფეხბურთელები ჰყავს და ბევრი შეუძლია ბოლო ორ კოპა ამერიკაზეც გამოჩნდა. კონფედერაციათა თასი ჩვენთვის ძალიან საინტერესო ტურნირია, რადგან სხვადასხვა კონტინენტების წარმომადგენლებს უნდა დავუპირისპირდეთ. ბიჭები მზად არიან და შეეცდებიან, თავიანთი ნაკრები და ქვეყანა კიდევ ერთხელ ასახელონ" - აღნიშნავს პიცი.
კრიშტიანო რონალდო: "კონფედერაციათა თასზე გამარჯვება მსურს. გადატვირთული სეზონი იყო, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ პორტუგალიის ნაკრებს დავეხმარო. ჩვენი პირველი მეტოქე მექსიკაა. ამ გუნდის შემადგენლობაში არაერთი კარგი ფეხბურთელი თამაშობს. და მაინც, ჩვენი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებაა. ბუნებით მაქსიმალისტი ვარ და კლუბსა თუ ნაკრებში ასეთივე თანაგუნდელები მყავს. ისინი მუდამ უმაღლეს მიზნებს ისახავენ."

Sportall.Ge

სიახლეები
ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა ფორვარდმა მარკო ვან ბასტენმა, რომელიც ახლა ფიფაში მუშაობს და თამაშის ტექნიკურად დახვეწას კურირებს (სხვათა შორის, მას ძალზე თამამი ინოვაციური იდეები აქვს, მაგალითად, თამაშგარე მდგომარეობის წესის გაუქმება), განაცხადა, რომ ამ კონფედერაციათა თასზე დაშვებული იქნება მე-4 ცვლილების გაკეთება, ოღონდ, მხოლოდ დამატებით დროში.

აგრეთვე, ტესტირების რეჟიმში იქნება მსაჯის დახმარების ტექნოლოგიური უზრუნველყოფა - ვიდეო-რეფერი. "კონფედერაციათა თასი შესანიშნავი საშუალებაა მსგავსი ექსპერიმენტებისათვის", - განაცხადა ვან ბასტენმა.

საპრიზო ფონდი
კონფედერაციათა თასის გამარჯვებული გუნდი ფიფასგან 5 მილიონ დოლარს მიიღებს, ფინალისტი - 4,5 მილიონს. მესამე ადგილზე გასულს წილად 3,5 მილიონი შეხვდება, მეოთხეადგილოსანს - 3. სხვა ოთხ მონაწილეს, რომლებიც ჯგუფურ ეტაპს ვერ დაძლევენ, 2-2 მილიონ დოლარს გადაუნაწილებენ.

A ჯგუფი
I ტური
შაბათი. 17 ივნისი
რუსეთი-ახ. ზელანდია 19:00

კვირა. 18 ივნისი
პორტუგალია-მექსიკა 19:00

II ტური
ოთხშაბათი. 21 ივნისი
რუსეთი-პორტუგალია 19:00
მექსიკა-ახ. ზელანდია 22:00

III ტური
შაბათი. 24 ივნისი
მექსიკა-რუსეთი 19:00
ახ. ზელანდია-პორტუგალია 19:00

B ჯგუფი
I ტური
კვირა. 18 ივნისი
კამერუნი-ჩილე 22:00

ორშაბათი. 19 ივნისი
ავსტრალია-გერმანია 19:00

II ტური
ხუთშაბათი. 22 ივნისი
კამერუნი-ავსტრალია 19:00
გერმანია-ჩილე 22:00

III ტური
კვირა. 25 ივნისი
გერმანია-კამერუნი 19:00
ჩილე-ავსტრალია 19:00

1/2 ფინალი
ოთხშაბათი. 28 ივნისი
A1-B2 21:00
ხუთშაბათი. 29 ივნისი
B1-A2 21:00

III ადგილისთვის
კვირა. 2 ივლისი 15:00

ფინალი
კვირა. 2 ივლისი 21:00

რუსეთის ნაკრები
მწვრთნელი: სტანისლავ ჩერჩეშოვი
მეკარეები: 1. იგორ აკინფეევი (კაპ), 12. ვლადიმირ გაბულოვი, 16. გილერმე მარინატო
მცველები: 2. იგორ სმოლნიკოვი, 3. რომან შიშკინი, 5. ვიქტორ ვასინი, 6. გიორგი ჯიქია, 13. ფიოდორ კუდრიაშოვი, 14. ილია კუტეპოვი, 18. იური ჟირკოვი, 23. დმიტრი კომბაროვი;
ნახევარმცველები: 4. იური გაზინსკი, 8. დენის გლუშაკოვი, 10. რუსლან კამბოლოვი, 15. ალექსეი მირანჩუკი, 17. ალექსანდრ გოლოვინი, 19. ალექსანდრ სამედოვი, 21. ალექსანდრ იეროხინი, 22. დმიტრი ტარასოვი;
თავდამსხმელები: 7. დმიტრი პოლოზი, 9. ფიოდორ სმოლოვი, 11. ალექსანდრ ბუხაროვი, 20. მაქსიმ კანუნნიკოვი.

ახალი ზელანდიის ნაკრები
მწვრთნელი: ენტონი ჰადსონი (ინგ)
მეკარეები: 1. სტეფან მარინოვიჩი, 12. გლენ მოსი, 23. ტამატი უილიამსი;
მცველები: 2. სემ ბროზერტონი, 3. დეკლან ვაინი, 4. თემისტოკლის ციმოპულოსი, 5. მაიკლ ბოქსოლი, 16. დეინ ინგემი, 17. ტომ დოილი, 18. კიპ კოლვი, 20. ტომი სმითი, 21. სტორმ რუ, 22. ენდრიუ დიურენტი;
ნახევარმცველები: 6. ბილ ტუილომა, 8. მაიკლ მაკგლინჩი, 14. რაიენ თომასი, 15. კლეიტონ ლუისი;
თავდამსხმელები: 7. კოსტა ბარბარუსესი, 9. კრის ვუდი (კაპ), 10. შეინ სმელცი, 11. მარკო როხასი, 13. მონტი პატერსონი, 19. ალექს რუფერი.

პორტუგალიის ნაკრები
მწვრთნელი: ფერნანდუ სანტუში
მეკარეები: 1. რუი პატრისიო, 12. ჟოზე სა, 22. ბეტო;
მცველები: 2. ბრუნო ალვეში, 3. პეპე, 4. ლუიშ ნეტო, 5. რაფაელ გერეირო, 6. ჟოზე ფონტე, 11. ნელსონ სემედუ, 19. ელიზეუ, 21. სედრიკი;
ნახევარმცველები: 8. ჟოაო მოუტინიო, 13. დანილო, 14. ვილიამ კარვალიო, 15. ანდრე გომეში, 16. პიცი, 23. ადრიენ სილვა;
თავდამსხმელები: 7. კრიშტიანო რონალდო (კაპ), 9. ანდრე სილვა, 10. ბერნარდო სილვა, 17. ნანი, 18. ჟელსონ მარტინში, 20. რიკარდო კვარეჟმა.

მექსიკის ნაკრები
მწვრთნელი: ხუან კარლოს ოსორიო (კოლ)
მეკარეები: 1. როდოლფო კოტა, 12. ალფრედო ტალავერა, 13. გილერმე ოჩოა;
მცველები: 2. ნესტორ არაუხო, 3. კარლოს სალსედო, 4. რაფაელ მარკესი (კაპ), 5. დიეგო რეიესი, 7. მიგელ ლაიუნი, 15. ექტორ მორენო, 21. ლუის რეიესი, 23. ოსვალდო ალანისი;
ნახევარმცველები: 6. ჯონათან დოს სანტოსი, 8. მარკო ფაბიანი, 10. ჯოვანი დოს სანტოსი, 16. ექტორ ერერა, 17. იურგენ დამი, 18. ანდრეს გუარდადო, 20. ხავიერ აკინო;
თავდამსხმელები: 9. რაულ ხიმენესი, 11. კარლოს ველა, 14. ხავიერ ერნანდესი, 19. ორიბე პერალტა, 22. ირვინგ ლოსანო.

ჩილეს ნაკრები
მწვრთნელი: ხუან ანტონიო პიცი (ესპ)
მეკარეები: 1. კლაუდიო ბრავო (კაპ), 12. კრისტოფერ ტოსელი, 23. ჯონი ერერა;
მცველები: 2. ეუგენიო მენა, 3. ენცო როკო, 4. მაურისიო ისლა, 13. პაულო დიასი, 15. ჟან ბოსეჟური, 17. გარი მედელი, 18. გონსალო ხარა;
ნახევარმცველები: 5. ფრანსისკო სილვა, 6. ხოსე ფუენსალიდა, 8. არტურო ვიდალი, 10. პაბლო ერნანდესი, 14. ფელიპე გუტიერესი, 20. ჩარლს არანგისი, 21. მარსელო დიასი;
თავდამსხმელები: 7. ალექსის სანჩესი, 9. ანხელო საგალი, 11. ედუარდო ვარგასი, 16. მარტინ როდრიგესი, 19. ლეონარდო ვალენსია, 22. ედსონ პუჩი.

კამერუნის ნაკრები
მწვრთნელი: უგო ბროოსი (ბელ)
მეკარეები: 1. ფაბრის ონდოა, 16. ანდრე ონანა, 23. ჟორჟ ბოკვე;
მცველები: 2. ერნესტ მაბუკა, 4. ადოლფ ტეიკეუ, 5. მიშელ ნგადუ-ნგაჯი, 6. ამბროის ოიონგო, 12. ჟერომ გუიოატა, 19. კოლინს ფაი, 21. ლუსიენ ოვონა, 22. ჯონათან ნგვემი;
ნახევარმცველები: 3. ანდრე-ფრანკ ანგია, 11. ოლივიე ბუმალი, 13. კრისტიან ბასოგოგი, 14. ჟორჟ მანჯეკი, 15. სებასტიენ სიანი, 17. არნო დიუმი;
თავდამსხმელები: 7. მუმი ნგამალეუ, 8. ბენჟამინ მუკანჯო (კაპ), 9. ჟაკ ზუა, 10. ვენსან აბუბაკარი, 18. რობერ ნდიპ ტამბე, 20. კარლ ეკამბი.

გერმანიის ნაკრები
მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი
მეკარეები: 1. კევინ ტრაპი, 12. ბერნდ ლენო, 22. მარკ-ანდრე ტერ შტეგენი;
მცველები: 2. შკოდრან მუსტაფი, 3. იონას ჰექტორი, 4. მატიას გინტერი, 5. მარვინ პლატენჰარდტი, 6. ბენიამინ ჰენრიხსი, 16. ანტონიო რიუდიგერი, 17. ნიკლას ზიულე, 18. ჯოშუა კიმიხი;
ნახევარმცველები: 7. იულიან დრაქსლერი (კაპ), 8. ლეონ გორეტცკა, 10. ქერემ დემირბაი, 13. ლარს შტინდლი, 14. ემრე ჯანი, 15. ამინ იუნესი, 20. იულიან ბრანდტი, 21. სებასტიან რუდი;
თავდამსხმელები: 9. სანდრო ვაგნერი, 11. ტიმო ვერნერი.

ავსტრალიის ნაკრები
მწვრთნელი: ანგელოს პოსტეკოღლუ
მეკარეები: 1. მეტიუ რაიანი, 12. მიტჩელ ლანგერაკი, 18. დენი ვუკოვიჩი;
მცველები: 2. მილოშ დეგენეკი, 3. ალექს გერშბახი, 6. დილან მაკგოვენი, 8. ბეილი რაითი, 16. აზიზ ბეჰიჩი, 19. რაიან მაკგოვენი, 20. ტრენტ სეისბერი;
ნახევარმცველები: 5. მარკ მილიგენი, 13. აარონ მუი, 14. ჯეიმს ტროისი, 15. ჯეიმს ჯეგო, 17. აიდინ ჰრუსტიჩი, 21. მასიმო ლუნგო, 22. ჯექსონ ირვინი, 23. ტომ როგიჩი;
თავდამსხმელები: 4. ტიმ კეჰილი (კაპ), 7. მეტიუ ლეკი, 9. ტომი იურიჩი, 10. რობი კრუზი, 11. ჯეიმი მაკლარენი.

ყველა გამარჯვებული
1992 არგენტინა
1995 დანია
1997 ბრაზილია
1999 მექსიკა
2001 საფრანგეთი
2003 საფრანგეთი
2005 ბრაზილია
2009 ბრაზილია
2013 ბრაზილია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ჯიქია აღარ ახსენოთ, ის რუსია და ისეთივე ყურადღება უნდა მიექცეს, როგორც რიგით ვანიას.
0
შენისთანა ნიჭიერი არ დაუკარგოს ღმერთმა დედაშენს და მამაშენს
სიმართლე-ს
09:35 18-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული