"ზენიტმა" წლიური აბონემენტები არარსებულ ადგილებზე გაყიდა

AutoSharing Option
სანკტ პეტერბურგის "ზენიტმა" საკუთარ გულშემატკივრები გაანაწყენა, მიჰყიდა რა მათ წლიური აბონემენტები ადგილებზე, რომლებიც არ არსებობს.

ერთ-ერთი გულშემატკივრის თქმით, მან A207-ე სექტორში, მე-11 რიგში, მე-16, მე-17 და მე-18 ადგილებზე, 3 აბონემენტი შეიძინა, მაგრამ ეს რიგი მე-15 ადგილით მთავრდება.

გულშემატკივრების ნაწილი თავისი საყვარელი კლუბის თამაშის საყურებლად რუსეთის პრემიერლიგის მეორე ტურში, "რუბინთან" მატჩის დროს მივიდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათ მიერ შეძენილი ადგილები არ არსებობს.

პრობლემის წინაშე აღმოჩენილ გულშემატკივრებს, "ზენიტის" წარმომადგენლებმა კლუბის ვებგვერზდე საჩივრის შევსება ურჩიეს, მაგრამ დაზარალებულებს პასუხი არ მიუღიათ. საბოლოოდ, მათ კლუბის
ოფისში მისვლა და აბონემენტების გადაცვლა შესთავაზეს.

"ზენიტის" განმარტებით, კონფედერაციის თასის მასპინძლობის დროს, სკამების შეცვლას 100-ზე მეტი ადგილის გაუქმება მოჰყვა, რის შესახებაც კლუბმა გულშემატკივრები არ გააფრთხილა.

სტადიონი, რომელზეც აბონემენტები არარსებულ ადგილებზე იყიდება, წელს გაიხსნა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული