
ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ თამამშრომლობის შეწყვეტა ფეხბურთთან კავშირში არ მყოფმა მიზეზებმა გამოიწვია. საქმე ისაა, რომ ორი კვირის წინათ, თერიმმა თურქეთის ერთ-ერთ საკურორტო ქალაქში იჩხუბა.
მუნდიალის საკვალიფიკაციო ციკლში თურქეთის ნაკრებმა 3 მატჩში მოიგო, 2 ფრედ ითამაშა და 1 წააგო. ექვსი ტურის შემდეგ თურქები I ჯგუფში მესამე ადგილზე არიან. შეგახსენებთ, რომ არცთუ დიდი ხნის წინათ, თერიმი არდა თურანის ნაკრებიდან გაგდების ერთ-ერთი მოთავე იყო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"