ფაბიო კაპელოს გაფართოებული სია

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ 37 ფეხბურთელი დაასახელა, რომელთაც ამ ეტაპზე ეროვნულ გუნდში მოხვედრის პრეტენზია შეიძლება ჰქონდეთ.

იტალიელი სწორედ მათგან აარჩევს ირლანდიასა (7 სექტემბერს) და ისრაელთან (11 სექტემბერს) გამოძახებულებს. მათი სახელები და გვარები ყველაზე გვიან, მომდევნო კვირის დასაწყისში გახდება ცნობილი.

მეკარეები: იგორ აკინფეევი (ცსკა), ვლადიმირ გაბულოვი (ანჟი), ვიაჩესლავ მალაფეევი (ზენიტი), ანტონ შუნინი (დინამო)
მცველები: ალექსანდრ ანიუკოვი (ზენიტი), ალექსეი ბერეზუცკი, ვასილი ბერეზუცკი, სერგეი იგნაშევიჩი, გეორგი შენიკოვი (ყველა ცსკა), ტარას ბურლაკი, ანდრეი ეშჩენკო (ორივე ლოკომოტივი), იური ჟირკოვი, არსენი ლოგაშოვი (ორივე ანჟი),
რომან შარონოვი (რუბინი)
ნახევარმცველები: დინიარ ბილიალეტდინოვი, დმიტრი კომბაროვი (ორივე სპარტაკი), ვლადიმირ ბისტროვი, იგორ დენისოვი, კონსტანტინ ზირიანოვი, ვიქტორ ფაიზულინი, რომან შიროკოვი (ყველა ზენიტი), ალან ძაგოევი (ცსკა), დენის გლუშაკოვი, მაგომედ ოძოევი, ალექსანდრ სამედოვი (ყველა ლოკომოტივი), ალან კასაევი, ალექსანდრ რიაზანცევი (ორივე რუბინი), ოლეგ შატოვი (ანჟი)
თავდამსხმელები: ანდრეი არშავინი (არსენალი), არტიომ ძიუბა (სპარტაკი), ვლადიმირ დიადიუნი (რუბინი), ალექსანდრ კერჟაკოვი (ზენიტი), ალექსანდრ კოკორინი (დინამო), რომან პავლუჩენკო (ლოკომოტივი), პაველ პოგრებნიაკი (რედინგი), ფედორ სმოლოვი (ანჟი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული