მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი ზაფხულში არ გაიმართება

AutoSharing Option
ფიფა 2022 წელს ყატარში, მსოფლიო ჩემპიონატის ზაფხულში გამართვას გამორიცხავს. ინფორმაციას ამის შესახებ "ბიბისი" ავრცელებს.

ფიფას გენერალური მდივნის, ჟერომ ვალკეს განცხადებით, სავარაუდოდ, 2022 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში 15 ნოემბრიდან 15 იანვრის პერიოდში გაიმართება.

"ყატარში მსოფლიო ჩემპიონატი, ტრადიციულად, ივნის-ივლისში არ გაიმართება. სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ, ჩემპიონატი 15 ნოემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით პერიოდში გაიმართება. წლის ამ მონაკვეთში საუკეთესო ამინდია ფეხბურთის სათამაშოდ", - განაცხადა ჟერომ ვალკემ Radio France-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ყატარში საფეხბურთო ჩემპიონატის გამართვას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა საფეხბურთო სამყაროში, რადგან ზაფხულობით იქ ტემპერატურა +40 გრადუს
ცელსიუსს აჭარბებს.

ამასთან, როგორც რამდენიმე თვის წინ ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა განაცხადა, ფეხბურთში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ჩატარების ზუსტი თარიღი 2014 წლის დეკემბერში გახდება ცნობილი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული