პიკასოს ნახატში გაცვლილი მსოფლიოს ჩემპიონატი - მიშელ პლატინი სკანდალშია

AutoSharing Option
გრძელდება მსოფლიოს 2018 და 2022 წლების ჩემპიონატების მასპინძელი ქვეყნების არჩევნებთან დაკავშირებული სკანდალი. ბრიტანულმა პრესამ კორუფციაში ახალი ბრალდებები წამოაყენა.

ამის შესახებ იტყობინება ტელეკომპანია BBC-ის ოფიციალური ვებგვერდი, წყაროდ კი გაზეთი The Sunday Times-ი მოჰყავს. ამ გამოცემის წარმომადგენლებმა მოამზადეს სპეციალური მოხსენება, რომელიც ბრიტანეთის პარლამენტის ქვედა პალატას გადაეცა.

დოკუმენტში წერია, რომ ინგლისის საგანაცხადო კომიტეტმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ბრძოლისას შეაგროვა დაწვრილებითი ინფორმაცია კონკურენტებზე. ამისთვის ჟურნალისტებმა დაიქირავეს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ყოფილი თანამშრომლები.

მათ ერთ სკანდალურ ფაქტს მიაკვლიეს - უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ პიკასოს ნახატი
მიიღო საჩუქრად რუსეთის განაცხადისთვის მხარდაჭერის სანაცვლოდ. ხოლო რუსეთისთვის 2018 წლის მუნდიალის გადაცემაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი პირადად ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ითამაშა.

როგორც The Sunday Times-ი წერს, მან რაღაც მექანიზმებით შეძლო ფიფას პრეზიდენტის, ზეპ ბლატერის მხარდაჭერის მოპოვება.

გაზეთში ასევე წამოყენებულია ბრალდება ყატარის მიმართ. ეს ქვეყანა თურმე გაზის ინდუსტრიაში შეთანხმების გაფორმების დროს ლობირებდა საფეხბურთო სფეროში საკუთარ ინტერესებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"