ფიფას ყოფილი პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი და უეფას ექსპრეზიდენტი მიშელ პლატინი თაღლითობაში არიან ბრალდებული, - იტყობინება Inside the Games-ი.
გამოცემის ცნობით, შვეიცარიის პროკურატურამ ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ ისინი თაღლითობაში დაადანაშაულა.
შეგახსენებთ, შვეიცარიის იუსტიციის ფედერალურმა ბიურომ 2015 წელს საქმე აღძრა იმასთან დაკავშირებით, რომ ბლატერმა პლატინის 2011 წლის თებერვალში 2 მილიონი ევრო გადაურიცხა. მაშინ ეჭვი გამოითქვა, რომ თანხის გადარიცხვა უკანონო იყო.

პლატინიმ მაშინ განაცხადა, რომ ბლატერს პირველი საპრეზიდენტო ვადისას (1998-2002) მრჩევლის რანგში სამსახური გაუწია და კონტრაქტით გათვალისწინებული თანხა ანგ
არიშზე ჩაერიცხა. ბლატერი და პლატინი დანაშაულს არ აღიარებენ.