ფიფამ ყატარი 2022-ის ზამთრის პერიოდში გამართვა გადაწყვიტა

AutoSharing Option
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) აღმასრულებელმა კომიტეტმა ციურიხში გამართულ სხდომაზე მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის გამართვის ვადები საბოლოოდ დაადგინა. მუნდიალი, რომელსაც ყატარი უმასპინძლებს, 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე ვადებში ჩატარდება.

ამრიგად, პლანეტის უმთავრესი საფეხბურთო ფორუმი ჩვეულებრივზე უფრო ხანმოკლე, 28-დღიანი იქნება.

ყატარი 2022-ის სამუშაო ჯგუფმა მუნდიალის ზამთრის პერიოდში გამართვასთან დაკავშირებით რეკომენდაცია ჯერ კიდევ თებერვალში, დოჰაში გამართულ სხდომაზე მოამზადა, რის მიზეზადაც ზაფხულის პერიოდში ყატარისთვის დამახასიათებელი ძალიან მაღალი ტემპერატურა დაასახელა.

შედეგად, ფიფას აღმასკომმა გაითვალისწინა რეკომენდაცია და ტურნირის 18 დეკემბრიდან გამართვის გადაწყვეტილება მიიღო. თავის მხრივ ევროპის პროფესიული
საფეხბურთო ლიგების ასოციაცამ მუნდიალის ზამთრის პერიოდში გამართვის გადაწყვეყილება გააპროტესტა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული