ქართველ ახალგაზრდებს მთავარი ბრძოლა ვიკინგებთან აქვთ

AutoSharing Option
საქართველო-ბულგარეთი 88:75
23:16, 24:23, 19:15, 22:21
საქართველო: ბაქრაძე (28 წთ, 6ქ, 4პ), ჩიკვილაძე (22 წთ, 13ქ), შენგელია (35ქ, 30ქ, 21მ, 3პ), ბექაური (1ქ), ბოქოლიშვილი (24 წთ, 4ქ), თენიეშვილი (20 წთ, 4ქ, 3მ), ლეჟავა (12 წთ, 2ქ, 4მ), სანაძე (28წთ, 19ქ, 4მ, 2ჩ), დვალიშვილი (30 წთ, 10ქ, 9მ).
ბულგარეთი: გოსპოდინოვი (3ქ), ივანოვი (3ქ), კუნოვი (6ქ), დაფინოვი (6ქ, 4პ), ცონკოვი (18ქ, 5მ), რადევი (5ქ), ჰრისტოვი (6ქ, 6მ), სერბეზოვი (5ქ, 4მ), კოევი (11ქ), ფრანცისი (2ქ), არაბაჟიევი (6ქ), რუნიოვი (4ქ).

ესტონეთი-დანია 62:58

E ჯგუფი
1. საქართველო 2 2 0 176/162 4
2. ესტონეთი 2 1 1 149/146 3
3. დანია 2 1 1 130/123 3
4. ბულგარეთი 2 0 2 136/160 2

დღეს
20:30 საქართველო-დანია
22:45 ბულგარეთი-ესტონეთი

ქართველმა 20-წლამდელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მათთვის B დივიზიონის ფავორიტის სტატუსი შემთხვევით არ მიუნიჭებიათ - ბულგარეთი დამაჯერებლად დაამარცხეს. მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობეს, თუმცა ყველაზე თვალსაჩინო ფარქვეშ მოპოვებული უპირატესობა იყო: მოხსნებში 49:29 იმარჯვეს. ვინც იგებს ფარს, ის იგებს თამაშსო - ეს "თეორემა" გუშინაც დამტკიცდა.

ქართველთა წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა თორნიკე შენგელიამ, რომელმაც 30 ქულა და 21 მოხსნა გაიფორმა.

შავი ზღვისპირელთა (საქართველო-ბულგარეთი) შეხვედრის შემდეგ გაიმართა ბალტიისპირული დაპირისპირება, რომელშიც ესტონეთმა დანია 62:58 დაამარცხა და ნახევარფინალისტთა ვინაობის გამორკვევა ბოლო ტურს მიანდო. საქართველოს ნაკრები მომდევნო ეტაპზე იმ შემთხვევაში გავა...

...თუ დღეს დანიას დაამარცხებს.
...თუ მაქსიმუმ 2 ქულის სხვაობით წააგებს.
...თუ ესტონეთი ბულგარეთთან დამარცხდება.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელი დავით უსტიაშვილი გუნდს დანიასთან მოსაგებად ამზადებს, თუმცა ყველას კარგად ესმის, რომ ეს შეხვედრა ვიკინგებისთვისაც გადამწყვეტია და საინტერესო ორთაბრძოლას უნდა ველოდეთ.

- დანია-ესტონეთის მატჩის ვიდეოფირსაც გავარჩევთ. ჩვენსა და ბულგარეთის შეხვედრასაც ვუყურებთ და სათანადო დასკვნებს გამოვიტანთ. თამაშის დღეს, დილას მსუბუქად ვივარჯიშებთ. მიუხედავად დანია-ესტონეთის მატჩის შედეგისა, მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ, რადგან ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებისთვის ვიბრძვით, - ამბობს ახალაგაზრდების მწვრთნელი.

იგი ბულგარეთთან შეხვედრასაც შეეხო:
- მიუხედვად იმისა, რომ 13-ქულიანი სხვაობით გავიმარჯვეთ, მეტად რთული მატჩი იყო. გამარჯვება დიდი ბრძოლის ხარჯზე მოვახერხეთ. ბულგარეთი ის გუნდია, რომელიც ოდნავ მოდუნებას არავის პატიობს. გამარჯვებაში მხოლოდ მას შემდეგ დავრწმუნდი, რაც ბოლო წუთი დაიწყო, ჩვენ კი 15 ქულის სხვაობით ვიგებდით.

მწვრთნელმა თორნიკე შენგელიას შესახებაც ილაპარაკა...
- ყველამ კარგად ითამაშა, ეს გუნდური გამარჯვება იყო. თორნიკე შენგელია როგორც გუნდის ლიდერი, მართლაც გამოსარჩევი გახლდათ. 30 ქულა და 21 მოხსნა მოაგროვა და გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. მას კარგად აუბეს მხარი მისმა მეგობრებმა. ასე რომ არ მომხდარიყო, ვერც გავიმარჯვებდით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული