U16. ამხანაგური მატჩი. უნგრეთი-საქართველო 68:37

AutoSharing Option
სლოვაკეთში მყოფმა საქართველოს კადეტთა ნაკრებმა მესამე მატჩი ჩაატარა. ამჯერად მისი მეტოქე უნგრეთის 16-წლამდელთა ნაკრები იყო, რომელმაც მანამდე სლოვაკებს აჯობა. უნგრელებმა ქართველებთანაც დამაჯერებლად იასპარეზეს და დიდი სხვაობით, 68:37 იმარჯვეს.

გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა გუნდმა მადიარებს პირველ ტაიმში ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ მეორე ტაიმში ვერაფერი გააწყო - ბოლო ოც წუთში უნგრეთმა 38:16 მოიგო.

ჩვენი კადეტთა ნაკრები სლოვაკეთიდან სამშობლოში დაბრუნდება და მზადებას თბილისში განაგრძობს.

შეგახსენებთ, რომ ქართველ 16-წლამდელებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი ელით, რომელიც რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში 19 ივლისს დაიწყება. ამ დღეს საქართველო მასპინძელ
რუმინეთს დაუპირისპირდება.

ამხანაგური მატჩი. სლოვაკეთი
უნგრეთი-საქართველო 68:37
12:11, 18:10, 21:11, 17:5
საქართველო: ზაქრაძე (9ქ), გოგალაძე (8ქ), ისიანი (6ქ), ბობილევი (6ქ), მაჭავარიანი (2ქ), მასხულია (2ქ), გუგეშაშვილი (2ქ), პეტრიაშვილი (2ქ).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეღთი ამ კაზანჯიანის მოგებული თამაში მანახა?!
David
12:16 05-07-2012
0

სიახლეები პოპულარული