საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები მე-17 ადგილისთვის ბელარუსს დაუპირისპირდება

AutoSharing Option
ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში დასასრულს უახლოვდება 18-წლამდელ კალათბურთელთა ევროპის ჩემპიონატი B დივიზიონში.

შეჯიბრების მე-2 რაუნდში საქართველოს ნაკრებმა J ჯგუფში ზედიზედ სძლია შვეიცარიას და ნორვეგიას და მე-17 ადგილისთვის 19 აგვისტოს I ჯგუფის გამარჯვებულ ბელარუსს დაუპირისპირდება.

მე-19 ადგილისთვის ლუქსემბურგი-ნორვეგია, ხოლო 21-ე ადგილისთვის შოტლანდია-შვეიცარია შეხვდებიან ერთმანეთს (ორივე მატჩი 19 აგვისტოს გაიმართება).

I-VIII ადგილებისთვის
გაირკვა ის ოთხეული, რომელიც უმაღლესი ეშელონის ორი საზურისთვის იბრძოლებს:

E ჯგუფი. ინგლისი - 5 (199:179), ჩეხეთი
- 5 (228:202), ისრაელი - 5 (208:188), ესტონეთი - 3 (166:241) ქულა.
F ჯგუფი. ფინეთი - 5 (243:234), ბოსნია - 5 (245:223), ბელგია - 4 (221:227), ჩერნოგორია - 4 (210:235 ქულა.

ამდენად, 18 აგვისტოს, ნახევარფინალში ითამაშებენ: ფინეთი-ჩეხეთი, ინგლისი-ბოსნია.

მეხუთე-მერვე ადგილებისთვის ერთმანეთთან ურთიერთობას გაარკვევენ: ისრაელი-ჩერნოგორია, ესტონეთი-ბელგია (ორივე მატჩი 18 აგვისტოს ჩატარდება).

IX-XVI ადგილებისთვის
G ჯგუფი. ავსტრია - 6 (207:171), უნგრეთი - 5 (226:166), სლოვაკეთი - 4 (154:182), რუმინეთი - 3 (162:230) ქულა.
H ჯგუფი. პორტუგალია - 6 (222:202), ჰოლანდია - 5 (228:224), შვედეთი - 4 (216:222), ისლანდია - 3 (221:239) ქულა.

18 აგვისტო. პორტუგალია-უნგრეთი, ავსტრია-ჰოლანდია, სლოვაკეთი-ისლანდია, შვედეთი-რუმინეთი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული