სამწუხაროდ, დებულებით გათვალისწინებულ ვადაში (2015 წლის 16 ოქტომბერი, 17:00 საათი) "შსს-აკადემიამ" ვერ წარმოადგინა სამონაწილეო განაცხადი და გათამაშებაში მისი ადგილი სუპერლიგის ქვედა - "ა" ლიგის გამარჯვებულმა "არენა 76"-მა დაიკავა.
შესაბამისად, სუპერლიგის პირველ ტურში, ნაცვლად 4 მატჩისა, გაიმართება 3 შეხვედრა. პირველ ტურში"შსს-აკადემიასა" და "ოლიმპს" უნდა ეთამაშათ, ცვლილებების შემდეგ კი "ოლიმპი"-"არენა-76"-ის დაპირისპირების გამართვის თარიღი ცნობილი მოგვიანებით გახდება.
17 ოქტომბერს ითამაშებენ: "დინამო"-"ბათუმი", "მგზავრები"-"ქუთაისი" და "რუსთავი"-"სოხუმი".