ვერც იმას ვიტყოდით წინასწარ, რომ გუშინ, 27 ოქტომბერს, გამოტოვებულ შეხვედრაში "ოლიმპი" პირველსავე ტაიმში გაინაღდებდა გამარჯვებას "აკადემიასთან", აკადემიელებმა ხომ სეზონის გახსნითი მატჩი ქუთაისში კარგად ჩაატარეს და მხოლოდ ბოლო პერიოდში ჩამორჩნენ მეტოქეს.
თუმცა ახლად შეკრებილ გუნდს (შეგახსენებთ, რომ "აკადემიის"
სუპერლიგაში გამოცდილება ბევრს რომ ნიშნავს, კოკა ტომარაძის მაგალითიც ადასტურებს, რომელმაც "აკადემიას" 21 ქულა მოუტანა. "ოლიმპის" კალათბურთელთაგან კი 10-ქულიან ზღვარს ერთბაშად ხუთი მოთამაშე ასცდა. ყველაზე მეტი ჯერემი ბაინუმის ანგარიშზე დაფიქსირდა - 16.
გელა წულაძე, "აკადემიის" მთავარი მწვრთნელი: "მართალია, წინა მატჩი ქუთაისში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ეს იყო უფრო ენთუზიაზმზე ჩატარებული შეხვედრა, რადგან არ შეიძლება გუნდის გაკეთება 5-6 დღეში. ჩვენ მეტი დრო არ გვქონია არც გუნდის დასაკომპლექტებლად და არც სავარჯიშოდ.
ლეგიონერი (ვლადიმერ კრისევიჩი), რომელმაც დღეს ითამაშა, 2 დღის წინ ჩამოვიდა და ისევე, როგორც ის, არც სხვები არიან ერთმანეთთან სათანადოდ შეთამაშებულნი".
გია კაზანჯიანი, "ოლიმპის" მთავარი მწვრთნელი: "ასე იოლად გამარჯვებას არ ველოდი. ვერც იმას ვიფიქრებდი, რომ პირველსავე ტაიმში "აკადემიას" 40 ქულით გავასწრებდით. მეორე ნახევარში მეტოქემ გვაჯობა, მაგრამ მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო".
სუპერლიგა. რეგულარული ჩემიონატი. I ტური. გადადებული მატჩი
27 ოქტომბერი, თბილისი
აკადემია-ოლიმპი 62:93
5:20, 9:33, 18:17, 30:23
აკადემია: თევდორაშვილი (5ქ), ს. ლეჟავა (10ქ, 5მ, 4პ), კოკა ტომარაძე (21ქ), ლოლიშვილი, ხუციშვილი (4ქ), დარახველიძე (2ქ), გონგაძე (4ქ, 12მ), ლომოური (9ქ), დარბაიძე, ლობჟანიძე (5მ), კრისევიჩი (7ქ, 12მ).
ოლიმპი: ბაინუმი (16ქ, 6მ, 3პ, 3ჩ), როგავა (13ქ), გიორგი ბაქრაძე (3ქ), დიდია (5ქ, 5პ), კახა ტომარაძე (12ქ, 5მ), სტიდი (14ქ, 7მ), კვანტალიანი (4ქ), გუგეშაშვილი (6ქ), ალფოროვი (7ქ, 3პ, 3ჩ), ოლუიჩი (13ქ, 11მ, 2დ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერიშვილი, მ. ვართანოვი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"