სტიქიამ ქუჩები ხომ დატბორა და სპორტის სასახლესაც გადასწვდა, შესვენებისას ჭერიდან ჩამოსულმა წყალმა VIP და პრესლოჟის გასასვლელებთან არსებული დერეფანი დააზარალა. მცირედით დასველდა საკალათბურთო დარბაზიც, რის გამოც მატჩის განახლება ცოტათი დაგვიანდა.
მოგვიანებით, მატჩის მსვლელობისას შუქიც გაითიშა და თამაში რამდენიმე წუთით შეწყდა. აქ უნებლიეთ ერთ-ერთი ქართველი კომენტატორის ანეკდოტად ქცეული ფრაზა გვახსენდება - "დღეს სპორტის სასახლეში ჩინებული საკალათბურთო
ახლა კი თამაშზეც ვთქვათ, რომელიც ძალზე საინტერესო გამოდგა. "ოლიმპმა" ლიდერთა შორის მყოფ "ქუთაისს" მედგარი წინააღმდეგობა გაუწია. იყო პერიოდი როცა მეტოქეს 10 ქულითაც უგებდა, მაგრამ მასპინძლებმა სამქულიანი სროლებით შეძლეს მეტოქის გატეხვა (ქუთაისელებმა 11 სამიანი ჩააგდეს, სტუმრებმა კი მხოლოდ - 4) და მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება.
შეხვედრის დასაწყისში ქუთათურები უკეთ გამოიყურებოდნენ. გიგი ბარბაქაძემ, რიჩარდ მათიაშვილმა და ბექა ბექაურმა მასპინძლები დააწინაურეს, მაგრამ შესანიშნავად ათამაშდა ოლიმპელთა უკანახაზელი ჯერემი ბაინუმი, პირველ პერიოდში სტუმართა მიერ მოპოვებული 14 ქულიდან 10 სწორედ მის ანგარიშზე იყო.
მეორე მეოთხედში ბაინუმის სხვა თანაგუნდელებმაც აუბეს მხარი და "ოლიმპმა" 10:0 გაქცევა მოაწყო (19:29). მასპინძლებმა თამაშში გარდატეხის შეტანა მათიაშვილის ზუსტი სამქულიანის შემდეგ შეძლეს, დიდ შესვენებამდე კი წინაც გავიდნენ - 39:38.
მეორე ტაიმში თამაში ქულა-ქულაში გაგრძელდა. რთულ მომენტში კოტე ტუღუშის შეგირდებმა კვლავ სამქულიან სროლებზე გააკეთეს აქცენტი და გაუმართლათ კიდეც, გიგი ბარბაქაძემ ზედიზედ ორი სამიანი ჩააგდო და ბოლო მეოთხედის წინ საკუთარი გუნდი დააწინაურა - 55:53.
შეხვედრის ბოლოსწინა წუთზე ანგარიში თანაბარი იყო - 63:63. გადამწყვეტი ის ეპიზოდი აღმოჩნდა, როცა რიჩარდ მათიაშვილის ორქულიანსა და ზუსტ საჯარიმოს გიგი ბარბაქაძემ კიდევ ერთი ზუსტი სამქულიანი მიაყოლა და "ქუთაისი" 6 ქულით დააწინაურა - 69:63. დარჩენილ 50 წამში ქუთათურებმა სადავეები ხელიდან აღარ გაუშვეს და მეტოქე 71:64 დაამარცხეს.
აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში არ უთამაშია ქუთაისელთა ამერიკელ ლეგიონერ თრეი ბრაიტონს, რომელიც გუნდს ახლახან შეუერთდა.
13 ნოემბერი
ქუთაისი
ქუთაისი-ოლიმპი 71:64
10:14, 29:24, 16:15, 16:11
ქუთაისი: ფაშაევი (5ქ, 7პ, 7მ), ცეკვავა (2ქ, 6პ), გ. ბარბაქაძე (14ქ), მათიაშვილი (23ქ, 10მ), ბექაური (9ქ, 13მ), ჭეიშვილი, ბოისა (5ქ), ბაბუნაშვილი (3ქ), ქადარია (4ქ, 7მ), დ. ბარბაქაძე (6ქ, 7მ)
ოლიმპი: ბაინუმი (25ქ), როგავა (6ქ, 6მ, 8პ), დიდია (5ქ), სტიდი (5ქ, 6მ), ილუიჩი (8ქ, 12მ), ტომარაძე (11ქ), კვანტალიანი, ალფოროვი (4ქ), მასხულია
მსაჯი: მ. კუპატაძე, დ. ბერეკაშვილი, გ. მიქელაძე
თბილისი
აკადემია-ბათუმი 56:72
13:15, 19:18, 8:21, 16:18
აკადემია: თევდორაშვილი, მეისი (13ქ, 4პ), ს. ლეჟავა (4პ), კოკა ტომარაძე (7ქ), პულუზაშვილი, ღურწკაია (2ქ), ხუციშვილი, დარახველიძე, გოგნაძე, ლომოური (3ქ), დარბაიძე (8ქ, 5მ), კრისევიჩი (23ქ, 10მ).
ბათუმი: ს. ლეჟავა (2ქ), აფხაზავა, მიქელაძე (8ქ, 8პ, 11მ), სტეპანიშინი (8ქ), ლ. რევაზაშვილი (11ქ), თენიეშვილი, რამიშვილი (5ქ, 4პ), კრივცოვი (16ქ, 10მ, 4პ), დვალიშვილი (16ქ, 14მ), ფერიაშვილი, მაისურაძე (6ქ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერიშვილი, ი. ბერიშვილი
14 ნოემბერი
თბილისი
მგზავრები-რუსთავი 76:85
17:19, 15:24, 21:17, 23:25
მგზავრები: გაგუა, იოსელიანი (5ქ), ჯინჭარაძე (15ქ, 7მ), გრძელიძე (3ქ), ცირეკიძე, ლომინაშვილი (15ქ, 5მ), ქავთარაძე, ორმოცაძე (13ქ, 6მ), რენსომი (16ქ, 12მ, 7პ, 5ჩ), მერფი (9ქ, 9მ, 3ჩ, 2დ).
რუსთავი: გამყრელიძე (10ქ, 10პ, 9მ, 4ჩ), აბაიშვილი, ჩაჩანიძე (2ქ), ტურპინი (13ქ, 16მ, 4ჩ, 3დ), ყველაშვილი (3ქ), ჭოჭუა (13ქ), ანთაძე (3ქ), გაჩეშა (26ქ, 13მ, 2დ), წივწივაძე (15ქ, 4პ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერიშვილი, მ. ვართანოვი.
თბილისი
სოხუმი-დინამო 66:62
23:18, 15:13, 11:15, 17:16
სოხუმი: მილერი (25ქ, 6ჩ), გ. ბაქრაძე (5ქ, 5პ), გლოვერი (8ქ, 6მ, 3პ), კვეტენაძე (5ქ), ჯგერენაია (7ქ, 16მ, 4პ), ათუაშვილი (1ქ), ფაცაცია (15ქ, 11მ), დ. დვალიშვილი, მირზიაშვილი, ლომიძე, მეგენეიშვილი.
დინამო: შარაბიძე (16ქ, 5მ), უილიამსი (8ქ, 5ჩ), სანაძე (4ქ), ვახანია, ლონდარიძე (6ქ, 12მ), შვანგირაძე (7მ, 3პ), ზაქრაძე (8ქ, 7მ), ბერიშვილი (15ქ, 10მ), მაკალპი (5ქ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერეკაშვილი, ი. ბერიშვილი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"