ქართული კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

ევრობასკეტი 2017: საქართველოს ნაკრების მატჩების დრო გაირკვა

AutoSharing Option
ფიბა-მ ევრობასკეტი 2017-ის მატჩების დრო დანიშნა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები B ჯგუფშია მოხვედრილი, რომელსაც ისრაელი მასპინძლობს. ისრაელისა და საქართველოს გარდა, ჯგუფში არიან: გერმანია, ლიტვა, უკრაინა და იტალია.

B ჯგუფში, Menora Mivtachim Arena-ზე შეჯიბრი 31 აგვისტოს, თბილისის დროით 18:45 საათზე გერმანიისა და უკრაინის მატჩით გაიხსნება, 21:30 საათიდან კი საქმეში საქართველოც ჩაებმება. ჩვენი ნაკრების მეტოქე ჯგუფისა და სრულიად ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი ლიტვა იქნება.

1-ელ სექტემბერს B ჯგუფის გუნდები ისვენებენ, 2-ში კი, 18:45 საათზე ქართველი კალათბურთელები გერმანიას დაუპირისპირდებიან. 3 სექტემბერს, იმავე დროს
საქართველოს ნაკრების პირისპირ უკრაინა დადგება, რომელიც წინა დღეს იტალიასთან თამაშს დაახლოებით 23:00 საათისთვის დაასრულებს.

მეორე დასვენების დღე 4 სექტემბერი იქნება. 5 სექტემბერს საქართველოს ეროვნული გუნდი მასპინძელ ისრაელს გაეჯიბრება და ეს თამაში, გასაგებ მიზეზთა გამო, დღის ბოლოს, თბილისის დროით, 00:30 საათზე დაიწყება. 6 სექტემბერს საქართველოსა და იტალიის დაპირისპირება სტარტს 20:30 საათზე აიღებს.

ევროპის პირველობა 31 აგვისტოდან 17 სექტემბრამდე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ მომავალი ევროპის ჩემპიონატი ერთბაშად ოთხ ქვეყანაში შედგება და მასპინძელთა შორის, ისრაელის თელ-ავივის გარდა, ფინური ჰელსინკი, რუმინული კლუჟ-ნაპოკა და თურქული სტამბულიც არიან.

თითოეული ჯგუფიდან პლეი ოფში 4 საუკეთესო გუნდი გადის. შესაბამისად, მეორე ეტაპზე გასული 16 გუნდი მეოთხედფინალის და ჩემპიონატის დარჩენილი მატჩების სათამაშოდ სტამბოლში გადაინაცვლებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ