პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები სერბეთს ამარცხებს

AutoSharing Option
ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო ტურში, პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბელგრადში სერბეთს 31:27 ამარცხებს.

ამ მატჩს უკვე არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა, რამეთუ ნებისმიერ შემთხვევაში სერბეთი ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდოდა, საქართველო კი მეორეზე და ორივე გუნდმა ევროპირველობის საგზური გასულ ტურში გაინაღდა. მიუხედავად ამისა ალეკსანდარ ნიკოლიჩის სახელობის დარბაზი პირთამდე გაივსო.

ჩვენმა გუნდმა ტრავმირებული ბოლდუინის, აგრეთვე შენგელიას და შერმადინის გარეშე ითამაშა. მწრთნელმა ჯიკიჩმა თანამემამულეების წინააღმდეგ პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ოჩხიკიძე, სანაძე, კორსანტია, ჯინჭარაძე, ბურჯანაძე. დაბალშედეგიანი პირველი მეოთხედი 13:17 დასრულდა. ქართველი
კალათბურთელები დაცვაში კარგად ირჯებოდნენ, შეტევაში სანაძე და ბურჯანაძე გამოირჩეოდნენ, თუმცა მასპინძლები სიმაღლიდან გამომდინარე ფარზე უპირატესობას ფლობდნენ , სამქულიანებს ზუსტად ვერ ისროდნენ და პირველი ტაიმი 4 ქულით მოვიგეთ.

altორივე გუნდი გადახალისებული შემადგენლობით - საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დღეს სერბეთს დაუპირისპირდება

მკითხველის კომენტარები / 2 /
რატომ არ თამაშობენ შენგელია, შერმადინი და ის ამერიკელი? მათაც კიდიათ?
ზვიადი
00:02 25-02-2025
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული