გიორგი შერმადინი: ყველაფერს გავაკეთებ, რათა ნაკრებს ზაზას დანაკლისი არ ვაგრძნობინო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ცენტრმა გიორგი შერმადინმა სლოვენიაში გამგზავრებამდე კომენტარი გააკეთა.

25 ივლისს, გამთენიისას, ეროვნული ნაკრები სლოვენიაში მიემგზავრება და დაბა პოდჩეტრტეკში სრულფასოვან შეკრებაზე გადავა, სადაც აქცენტი ტაქტიკასა და ბურთით ვარჯიშზე გაკეთდება.

"ნაკრებმა საკმაოდ ნაყოფიერი შეკრება გაიარა, სადაც გუნდის წევრები ფიზიკურად გაძლიერდნენ და სლოვენიური შეკრებისთვის მზად არიან. წინ დიდი სამუშაო გველის, რათა ევროპის ჩემპიონატისთვის კარგად მოვემზადოთ.

სამწუხაროა, რომ ზაზა ფაჩულია დაგვაკლდება. ძალიან ძნელია მისი შეცვლა და ეს ვერც მოხერხდება.

ვიცი, რომ ბევრი რამე ჩემზე იქნება დამოკიდებული და ყველაფერს გავაკეთებ, რათა ნაკრებს ზაზას დანაკლისი
არ ვაგრძნობინო",
- თქვა შერმადინმა.

ასევე იხილეთ:
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების თბილისური შეკრება დასრულდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული