ამ ამბის დასაზუსტებლად გვიან ღამით ამერიკაში ქართველ კალათბურთელს შევეხმიანეთ:
"სამწუხაროდ, კლუბის გენერალური მენეჯერის ინფორმაცია მართალია: დღეს ექიმებმა შემატყობინეს, რომ მენისკის ოპერაცია ოთხშაბათს - 31 ივლისს აუცილებლად უნდა გავიკეთო შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად.
ვწუხვარ, რომ ნაკრებს წლევანდელ ევრობასკეტზე ვერ დავეხმარები, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში, რეაბილიტაციას და მოედანზე დაბრუნებას ოქტომბრამდე ვერ შევძლებ.
იმედია, ჩვენი ბიჭები სლოვენიაში გაორკეცებული ენერგიით ითამაშებენ და სასურველ შედეგსაც მიაღწევენ".
ყოველდღიური