თორნიკე შენგელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა

AutoSharing Option
31 ივლისს საქართველოს ნაკრებისა და "ბრუკლინ ნეთსის" ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ მუხლის ოპერაცია გაიკეთა.

როგორც კალათბურთელის დედამ, ქეთევან შენგელიამ გვითხრა, ოპერაცია ნიუ იორკის კლინიკაში გაუკეთეს და ქირურგიულმა ჩარევამ წარმატებით ჩაიარა:

- ოპერაციამ ერთ საათს გასტანა, რის შემდეგაც თორნიკეს ველაპარაკე და ნარკოზიდან გამოსული თავს კარგად გრძნობს.

როგორც ექიმები ამბობენ, ახლა საჭიროა მათი მითითებების ზედმიწევნით შესრულება, რათა თორნიკე სრულიად ჯანმრთელი დაუბრუნდეს მოედანს.

ისიც შევიტყვეთ, რომ შენგელიას კლინიკაში მიაკითხეს მეგობრებმა, საქართველოს ნაკრების ყოფილმა წევრმა შიო ხეცურიანმა და "მილუოკის" ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ.

რაც შეეხება თოკოს
საქართველოს ნაკრებში დაბრუნებას, გადაწყვეტით შეიძლება ითქვას, რომ იგი სექტემბერში დაგეგმილ ევრობასკეტს გამოტოვებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული