საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი "პანათინაიკოსს" ჩაიბარებს?

AutoSharing Option
ბერძნული მედიის ინფორმაციით, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების სერბი მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი "პანათინაიკოსის" თავკაცობის უმთავრესი კანდიდატია.

"პანათინაიკოსი" ამჟამად ბერძნული პირველობის ფინალშია და "ოლიმპიაკოსთან" პირველი შეხვედრა დათმო. გუნდი ახალი მწვრთნელის ძიებაშია.

იგორ კოკოშკოვი ამჟამად "ორლანდო მეჯიკის" მწვრთნელის ასისტენტია, თუმცა ევროპაში გადმობარგებას სერიოზულად განიხილავს. "პანათინაიკოსში" მას ახალი სეზონიდან ელიან.

შეგახსენებთ, რომ იგორ კოკოშკოვი საქართველოს ნაკრებს 2008 წლიდან წვრთნის. მას კონტრაქტი 2015 წლის ბოლომდე აქვს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
გგ-ს. გამოდის რომ საქართველოს ნაკრები დაანგრია კოკოშკოვმა? თუ როგორ გავოგოთ შენი კომენტარი?
0
დაანგრევს გუნდ ეს უხერხემლო
გგ
15:44 09-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული