ქართული კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

კალათბურთელების თანადგომა მორაგბეებს - "მხოლოდ გამარჯვება, თქვენთან ვართ!"

AutoSharing Option
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ინგლისში, მსოფლიოს თასზე სათამაშოდ წასულ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს თანადგომა გამოუცხადა.

საფრანგეთის ქალაქ ლილში, ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის დასრულების შემდეგ საკალათბურთო ნაკრების წევრებმა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ დროშას ხელი მოაწერეს, მხარდასაჭერი ლოზუნგი - "მხოლოდ გამარჯვება, თქვენთან ვართ!" დააწერეს და მორაგბეებს ინგლისში გაუგზავნეს.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დაძლია და მერვედფინალში ტურნირის მოქმედ ვერცხლის პრიზიორ ლიტვასთან დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 81:85 დამარცხდა.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები კი მსოფლიო თასზე ასპარეზობას რამდენიმე დღეში დაიწყებს. ქართველების პირველი მეტოქე 19 სექტემბერს ტონგას ნაკრები იქნება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ