ურთულეს ჯგუფში - EuroBasket 2025-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

AutoSharing Option
დღეს, 27 მარტს, ლატვიის დედაქალაქ რიგაში, 2025 წლის ევრობასკეტის წილისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა:

A ჯგუფი: პორტუგალია, ესტონეთი, ლატვია, თურქეთი, სერბეთი, ჩეხეთი.

B ჯგუფი: გერმანია, ფინეთი, დიდი ბრიტანეთი, ლიეტუვა, შვედეთი, მონტენეგრო

C ჯგუფი: კვიპროსი, იტალია, საქართველო, ესპანეთი, საბერძნეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა.

D ჯგუფი: ისლანდია, საფრანგეთი, სლოვენია, პოლონეთი, ბელგია, ისრაელი.

შეგახსენებთ, ევრობასკეტი 27 აგვისტოს დაიწყება, მას კვიპროსი, ფინეთი, ლატვია და პოლონეთი უმასპინძლებენ. თითოეული ჯგუფიდან 4-4 საუკეთესო პლეი-ოფში გავა და ეს 16 ნაკრები ლატვიის დედაქალაქ რიგაში მერვედფინალიდან გააგრძელებენ ბრძოლას. 

საქართველოს
ნაკრები ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩებს კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში გამართავს.

ცნობისთვის, საქართველო ევრობასკეტზე ზედიზედ მეექვსედ იასპარეზებს.
მკითხველის კომენტარები / 21 /
კალენდარს კიდევ არაუშავს... ესპანეთით ვიწყებთ და ბოსნია-ჰერცეგოვინათი ვამთავრებთ.
იმედია ესპანეთს თავს არ შეაკლავენ... ისე საბრრძნეთის დამარცხებაც შეიძლება და ბოსნიისასც... გადამწყვეტი მატჩი ბოლო ტურში გველის. ბოსნია არაა ადვილი მეტოქე, თუმცა ვფიქრობ შეგვიძლია დავამარცხოთ...
წარმატებები ჩვენებს!
P.S: ისე ეს ოხერი ესპანეთი (ყველგან ჩემპიონები!) აქაც არ აგვცდა... მგონი მართლა ისტორიულად (იბერიელები!) საერთო ფესვები ახდენს გავლენას. (Broma!)
4
კალათბურთი საქართველოში აღარ არსებობს.
შექმნეს ისეთი სიტუაცია რომ მარტო მაგათმა შთამომავლობამ ითამაშონ კალათბურთი.
ხალხის ბავშვებს ჩაუკეტეს კარები.
კალათბურთი აღარ არსებობს.
სნიკიძის იმედი მქონდა რომ მიხედავდა იმ დამპალ სიტუაციას რაც დახვდა,მაგრამ ამან უფრო მეტად გაამყარა სიტუაცია და დაიკეტა კარები საკლუბო დონეზეც კი დავიდნენ და ბავშვებს არ ზრდიან კლუბები.
ასე არ შეიძლება
გივი
23:11 27-03-2025
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული