ქართული კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ბელორუსს 12 ქულის სხვაობით სძლია

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც ევრობასკეტი 2017-ის შესარჩევი ციკლისთვის ემზადება, დღეს, 5 აგვისტოს მოსკოვში საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირის პირველი მატჩი გამართა.

ილიას ზუროსის გუნდის პირველი მეტოქე ბოლორუსის ეროვნული ნაკრები იყო, რომლის დამარცხებაც ჩვენმა გუნდმა ანგარიშით 86:74 შეძლო. აღსანიშნავია, რომ ყველაზე შედეგიანი ჩვენს გუნდში ახალწვეული მაიკ დიკსონი იყო, რომელსაც ჯამში 24 ქულა დაუგროვდა.

საქართველოს ნაკრების შემდგომი მეტოქე უკვე ხვალ, 6 აგვსიტოს, რუსეთის ეროვნული ნაკრები იქნება.
ასევე დაგაინტერესებთ