ქართული კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

ევრობასკეტ 2017-ის შესარჩევ მატჩებზე ბილეთების ონლაინგაყიდვა დაიწყო

AutoSharing Option
2017 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩების ბილეთების ონლაინგაყიდვა დაიწყო.

ბილეთის ფასი 5, 10 და 15 ლარია, რომლის შეძენა გულშემატკივარს www.tkt.ge-ზე შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები შესარჩევ ეტაპზე სამ საშინაო შეხვედრას გამართავს: 31 აგვისტოს - ალბანეთთან, 7 სექტემბერს - მონტენეგროსთან, ხოლო 14 სექტემბერს - სლოვაკეთის ნაკრებთან.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებს 26 მაისის მოედანზე მდებარე თბილისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს. ყველა შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.

gbf.ge