საქართველოს ნაკრებს პოლონეთთან სავარაუდოდ, ვერც შენგელია დაეხმარება და ვერც დიქსონი

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულ კალათბურთელს, მაიკლ დიქსონს ტრავმა აქვს და დიდი ალბათობით, დღეს, 25 აგვისტოს, პოლონეთში, ადგილობრივ ნაკრებთან გასამართ შეხვედრას გამოტოვებს.

დიქსონმა მარჯვენა მუხლი შვედეთთან 24 აგვისტოს გამართულ მატჩში დაიშავა, მოედანი დატოვა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საიტის ცნობით, ამერიკელს სამედიცინო გამოკვლევას კლინიკაში დღეს ჩაუტარებენ და დადგინდება ტრავმის სიმძიმე.

ექიმებმა რა პასუხიც არ უნდა თქვან, თითქმის გამორიცხულია დიქსონის პოლონეთთან დღევანდელ მატჩში თამაში. დიდი ალბათობით, საქართველოს ნაკრებს ვერც თორნიკე შენგელია დაეხმარება, რომელსაც ფეხი აწუხებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მთავარია, შესარჩევებში იყონ კარგ ფორმაში. ეს მხოლოდ მოსამზადებელია და მწვრთნელი სათადარიგოებს მეტ სათამაშო დროს მიცემს.
koka
16:21 25-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული