მსაჯის შეცდომა, რომელმაც საქართველო-მონტენეგროს მატჩის ბედი გადაწყვიტა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველო-მონტენეგროს ევრობასკეტი 2017-ის მატჩის დროს, როდესაც ტაბლოზე 74:74 ეწერა, ნიკოლა ვუჩევიჩმა ჩვენს ფარქვეშ მდგარ თორნიკე შენგელიას ხელი აშკარად ჰკრა, თოკო გვერდზე გადააგდო, თავად კი მოხსნა და გამარჯვების ორქულიანი ჩააგდო.

- საქართველო-მონტენეგრო 74:76 - ზღვა ემოცია, წვეთი მოგებამდე [VIDEO]

დარჩენილ 3 წამში ქართველებმა ბურთი გვერდითი ხაზიდან გამოიტანეს, თუმცა მაიკლ დიქსონის სამქულიანმა მიზანს ვერ მიაღწია. 76:74 მონტენეგროს სასარგებლოდ.

ვუჩევიჩისა და შენგელიას ეპიზოდი ის სიტუაცია იყო, რომლის გამეორებით ხილვის შემთხვევაში ვუჩევიჩიც ვერ გაიმართლებდა თავს. სამართლიანი იქნებოდა, თუ იმ ეპიზოდში მსაჯი ნიკოლას დააჯარიმებდა. რადგან
მონტენეგროს იმ მომენტისთვის უკვე ოთხი ჯარიმა ჰქონდა, შენგელიას ორი საჯარიმოს ტყორცნის უფლება მიეცემოდა და დიდი ალბათობით, არა მონტენეგრო, არამედ საქართველო მოიგებდა... უარეს შემთხვევაში, თამაში ოვერტაიმში გადავიდოდა.
მკითხველის კომენტარები / 27 /
ჩვენი ბოლო ტაიმაუტის დროს ნათლად ცჰანდა ტელევიზორში ჩვენი მონახაზი.. შემდეგ გუნდები გავიდნენ მოედანზე და ეგრევე მათ აიღეს ტაიმაუტი და ზუტად იგივე დახაზა მათმა მწვრთნელმა დაფაზე. ეს ნორმალუარია?
giga
12:04 09-09-2016
0
თავი დაანებეთ აქ იმის ლაპარაკს ვითომ რომ წავაგეთ მონტენეგროსთან ვითომ ყველაფერი ჩვენი ბრალია, არა არი ასე მე ღრმად მწამს რომ წაგვაგებინა მსაჯმა, ის რომ ჩვენ სამქულიანებს ვერ ვისვრით ეგ ახალი ამბავი არაა და ბევრია წლებია ასე გრძელდება და გასაგებია რომ ეს გამოსასწორებელია, ჩვენმა გუნდმა ითამაშა უკანასკნელ ამოსუნთქვამდე და ჩვენი გუნდი ყოველთვის ასე თამაშობს, ჩვენმა კალათბურთელებმა შესანიშნავად ითამაშეს, ეხლა ორ ცენტრს რომ გაგიგდებენ და მერე მსაჯი ელემენტარულად ვერ ნახავს ან ვერ ნახავს სპეციალურად და ასე ვთქვათ ამით თვალებს ხუჭავს უნამუსოდ და წაგაგებინებს ძალით თამაშს რა თქმა უნდა ეს არი უდიდესი უსმართლობა და ის მსაჯი უნდა ცემო და გააგდო კალათბურთიდან საერთოდ.
ხვიჩა
10:25 09-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული