ზაზა ფაჩულიამ "კლიპერსთან" მატჩში კარიერის რეკორდი დაამყარა

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულია 8-მატჩიანი იძულებითი პაუზის მერე "გოლდენ სტეიტს" "კლიპერსთან" მატჩში დაუბრუნდა. ჩვენებურმა, ტრადიციულად, სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 18 წუთში 6 ქულა, 4 მოხსნა, 4 დაფარება, 1-1 პასი და ჩაჭრა მიითვალა 123:113 მოგებულ შეხვედრაში.

ზაზა ფაჩულია დაბრუნდა! - ყველაზე მეტი ბლოკი და გამარჯვება "კლიპერსთან" [VIDEO]

აღსანიშნავია, რომ ჩვენებურისთვის 4 დაფარება NBA-ს კარიერაში რეკორდული მიღწევაა. ფაჩულიას მიღწევა აქამდე 3 დაფარება იყო. მატჩში სამი ბლოკი ზაზამ ამერიკულ კარიერაში 11-ჯერ მიითვალა. ბოლოს ეს 4 იანვარს "პორტლენდთან" მატჩში მოხდა.

ფაჩულიას პერსონალური რეკორდები NBA-ში
წუთი: 54
"იუტა" (2012)
ქულა: 27 "ვაშინგტონი" (2007)
მოხსნა: 21 (2-ჯერ), ბოლოს "პორტლენდი" (2015)
პასი: 10 "მინესოტა" (2014)
ჩაჭრა: 5 (3-ჯერ), ბოლოს "საკრამენტო" (2016)
დაფარება: 4 "კლიპერსი" (2017)

ასევე დაგაინტერესებთ