"გოლდენ სტეიტ უორიორსის" ქართველმა კონსულტანტმა ზაზა ფაჩულიამ "მემფისის" კალათბურთელზე, დილონ ბრუკსზე საკუთარი აზრი დააფიქსირა.
შეგახსენებთ, ბრუკსის უხეში ჯარიმის შემდეგ "ოქროსშტატელების" მცველმა გარი პეიტონ II-მ იდაყვის მოტეხილობა მიიღო.
"როდესაც ყოველ ეპიზოდში, განსაკუთრებით, პლეი-ოფში, 48 წუთის განმავლობაში ხისტად თამაშობ, შესაძლოა, ყველაფერი კონტროლიდან გამოვიდეს. არ მგონია, სამართლიანი იყოს, რომ ვინმეს უწოდო უხეში/ბინძური მოთამაშე. ეს დილონ ბრუკსია, რეგულარული სეზონის ნებისმიერ შეხვედრას ასე თამაშობს", - განაცხადა ზაზამ.
მომზადებულია sports-ის მიხედვით
უნებლიეᲗ Თუ ᲫალიᲗ არ ვიციᲗ მაგრამ კონტაქტი ამასᲗან ქონდა