ზაზა ფაჩულიას 10 ქულა და "გოლდენ სტეიტის" გამარჯვება "იუტასთან" [VIDEO]

AutoSharing Option
3 მაისს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს პლეი ოფში "იუტა ჯაზს" უმასპინძლა და ანგარიშით 106:94 დაამარცხა.

ამ გამარჯვებით "უორიორსი" სერიაში დაწინაურდა - 1:0.

ქართველი ცენტრი, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე საერთო ჯამში 14 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 10 ქულა, 1 მოხსნა და 1 ბლოკი მიითვალა. ზაზამ 4-დან 3 ორქულიანი  და 4-დან ოთხივე საჯარიმო ჩააგდო.
იხილეთ ვიდეო: ზაზა ფაჩულიას 10 ქულა იუტასთან მატჩში
Sportall.Ge

აღსანიშნავია, რომ 10 ქულა და მეტი მხოლოდ სასტარტო ხუთეულის მოთამაშეებმა მოიპოვეს. დრეიმონდ გრინმა და
კევინ დურანტმა 17-17 ქულა მოიპოვეს, კლეი ტომპსონმა კი 15 ქულა ჩააგდო. ყველაზე მეტი, 22 ქულა კი სტეფ კარის ანგარიშზეა.
იხილეთ ვიდეო: იუტა-გოლდენ სტეიტი 94:106
Sportall.Ge

გამოსარჩევი ფაქტია, რომ შეხვედრაში ორმაგი დუბლი არავის გაუფორმებია.

ფაჩულიას გუნდი მორიგ მატჩს შინ 5 მაისს, ჩვენი დროით 06:30 საათზე გამართავს.

დღის მეორე შეხვედრაში "ბოსტონმა" "ვაშინგტონს" უმასპინძლა და ოვერტაიმში ანგარიშით 129:119 დაამარცხა. ყველაზე მეტი, 53 ქულა აიზია ტომასმა მოაგროვა, სტუმართა მხრიდან კი ჯონ უოლმა 40 ქულა ჩააგდო. ამ გამარჯვებით "სელტიქსი" სერიაში 2:0-ს იგებს.
ასევე დაგაინტერესებთ