მამუკელაშვილის 14 წუთი - "სან ანტონიო სპურსი" "იუტა ჯაზთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "სან ანტონიო სპურსი" "იუტა ჯაზს" ესტუმრა და 109:128 დამარცხდა.

ტეხასელთა რიგებში სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 13:52 წუთი გაატარა, რა დროშიც 8 ქულა, 1 მოხსნა, 1 შედეგიანი პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე "იუტას" ლიდერი ლაური მარკანენი გახდა. ფინელმა კალათბურთელმა 26 ქულა, 7 მოხსნა და 4 შედეგიანი პასი დააგროვა.

"სპურსიდან" დევინ ვესელიმ საკუთარ გუნდს 27 ქულა, 9 მოხსნა და 5 ასისტი შესძინა.

ამრიგად, "სან ანტონიო" 11 მოგებითა და 47 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში ბოლო,
მე-15 ადგილს იკავებს. გრეგ პოპოვიჩის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 28 თებერვალს, "მინესოტა ტიმბერვულვზის" წინააღმდეგ გამართავს.

"იუტა ჯაზი" 27 გამარჯვებითა და 31 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზეა. უილ ჰარდის გაწვრთნილი გუნდი 28 თებერვალს "ატლანტა ჰოუქსს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ფინელ მარკანენს რატომ არ უშლის ხელს ცოლი და შვილი კარიერაში??
0
ფინელ მარკანენს რატომ არ უშლის ხელს ცოლი და შვილი კარიერაში??
0

სიახლეები პოპულარული