გიორგი შერმადინი ევროლიგის ორგზის ჩემპიონია [VIDEO]

AutoSharing Option
ზედიზედ მეორედ ბერძნულმა "ოლიმპიაკოსმა" ევროპას ზემოდან გადმოხედა - თუ შარშან ევროლიგის ფინალში ცსკა-სთან თითქმის წაგებული მატჩი სენსაციურად შემოატრიალა,  მეორე ტაიმი დამაჯერებლად ჩაატარა და "რეალს" შანსი არ დაუტოვა.

როცა ორგზის ჩემპიონობაზე ვლაპარაკობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გიორგი შერმადინი პირველი ქართველია, რომელსაც ევროლიგა ორჯერ აქვს მოგებული. პირველად მან ევროპის უპირველესი საკლუბო ტიტული 2009 წელს "პანათინაიკოსთან" ერთად მოიგო, თუმცა მაშინ ფინალში არ უთამაშია. ამჯერად კი "ოლიმპიაკოსის" მაისურით აღმართა ევროლიგის თასი...

შერმადინს მეოთხე პერიოდამდე მხოლოდ ორნახევარი წუთი ჰქონდა მოედანზე გატარებული. მწვრთნელმა იგი გადამწყვეტი პერიოდის
საწყის ოთხ წუთში ათამაშა, რაც უთუოდ დიდ ნდობას ნიშნავს. ნდობას კი გამართლება უნდა, რაც 216 სმ სიმაღლის ქართველმა კარგად მოახერხა:

მატჩის დასრულებამდე 6 წუთით ადრე ბურთი მეტოქის საჯარიმოსთან მოძრაობაში მიიღო, შევიდა, ჩააგდო და თან მოწინააღმდეგე აიძულა, წესები დაერღვია. როგორც სჩვევია, საჯარიმო ტყორცნაც გამოიყენა და თანაგუნდელები 78:70 დააწინაურა. მწვრთნელმა გიორგი სწორედ ამის შემდეგ შეცვალა.

სიჩქარეაკრეფილი "ოლიმპიაკოსის" შეჩერება "რეალმა" ვეღარ მოახერხა. არადა, მადრიდელებმა ძალისხმევა არ დაიშურეს... გადამწყვეტი "ოლიმპიაკოსის" ბრძენთაბრძენის, ვასილის სპანულისის მოქმედება გამოდგა, რომელიც ბოლო წუთებზე მშვიდად ათამაშებდა ბურთს, ხოლო სირენამდე 2 წუთით ადრე თითქმის ცენტრიდან ჩაგდებული სამქულიანით სხვაობა 11 ქულამდე გაზარდა (90:79) და თამაშიც დაამთავრა.

სხვათა შორის, როგორც ლიდერებს შეჰფერით, ვასილისმა თავი გადამწყვეტ მომენტში გამოიდო: პირველ ტაიმში მის გასწვრივ ოქმში 0 ქულა ეწერა, მეორე ტაიმში კი 22 ჩააგდო (აქედან 5 სამქულიანი) და საუკეთესო კალათბურთელის ჯილდოც დამსახურებულად მიიღო.

გიორგი შერმადინის მონაგარზე არაფერი გვითქვამს: 6.22 წუთში 3 ქულა (1-დან 1 ორქულიანი, 1-დან 1 საჯარიმო), 1 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. 20 ქულა ჩააგდო ბერძენთა ამერიკელმა უკანახაზელმა ეისი ლოუმ, ხოლო კაილ ჰაინსი 12 ქულას გამორჩა.

კი ვთქვით, შარშანდელ ფინალში "ოლიმპიაკოსმა" ცსკა-სთან მატჩი საოცრად შემოატრიალაო, მაგრამ არ აგვიღნიშნავს, რომ ახლაც რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა: პირველი მეოთხედი 17 ქულის სხვაობით წააგო (27:10), თუმცა ამის შემდეგ ბორბალი ბერძენთა სასარგებლოდ დატრიალდა და ბოლო წუთებზე რაც მოხდა, უკვე მოგახსენეთ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გიორგი შერმადინი ევროლიგის ფინალში ითამაშებს
მკითხველის კომენტარები / 2 /
ულოცავ გამარჯვებას ოლიმპიაკოსა და გიორგი სერმანდინს მტელი გულიტ და სულიტ ვგულსემატკივრობდი ბოლო წუტებამდე,ცალიან მიხარია რომ კიდევ ერტი კარტველი გვიხარებს გულს საბერცნეტსი მკოფ ქარტველებს.გიორგი წინსვლა და სულ გამარჯვებები გკონებოდეს ცხოვრებასი.ცალიან კარგად იტამასა.
0
ვულოცავ შერმადინს და მთელ ოლიმპიაკოს გამარჯვებას
Sason Hogi
03:05 13-05-2013
0

სიახლეები პოპულარული