სად წავა ზაზა ფაჩულია - "ნიუ იორკში", "მაიამიში"?..

AutoSharing Option
NBA-ში თავისუფალ აგენტთა ბაზრის გახსნამდე ერთი თვე დარჩა, თუმცა დღესაც აქტიურად მსჯელობენ ამა თუ იმ კალათბურთელის შესაძლო ტრანსფერზე.

მეტად ერთი გვაინტერესებს - ზაზა ფაჩულია, რომელიც ახლა საქართველოშია.

გამოცემა NJ-ის ჟურნალისტმა ალექს რაშკინმა გამოაქვეყნა სტატია, სათაურით "ნიუ იორკს" ჩენდლერის ღირსეული შემცვლელი სჭირდება".

პუბლიკაციაში ლაპარაკია ივნისში დაგეგმილი დრაფტის ტანმაღალ კანდიდატებზე; ტაისონ ჩენდლერის ტრავმებზე, რაც პერმანენტულად უშლიდა ხელს განვლილი სეზონის განმავლობაში; თავისუფალ აგენტთა ბაზარზე სასურველი კანდიდატის შერჩევაზე...

აი, რა წერია ზაზა ფაჩულიას შესახებ:

"ნიუიორკელთა მთავარ მწვრთნელ მაიკ ვუდსონს არაერთი წელი უმუშავია ქართველ ცენტრ
ფაჩულიასთან ("ატლანტა ჰოქსში"). არ არის გამორიცხული, მწვრთნელმა თავისუფალი აგენტი ზაზა "ნიუ იორკშიც" იხმოს."

* * *
ამასობაში გამოცემა "სპორტს ილუსტრეიტედში" ფაჩულიას შესახებ ცალკე სტატია გამოქვეყნდა, რომლის სათაურია "სიტყვის კაცი".

ბრენდონ ბარნსის ნაშრომის გაცნობა ჩვენს მკითხველსაც დააინტერესებს:

ზაზა ფაჩულია ბოლო წლებში "ატლანტას" წინა ხაზის გამორჩეულ ფიგურად ჩამოყალიბდა. იგი გეგმის შეცვლას და სხვა გუნდში გადასვლას არ აპირებს. როგორც თავად ამბობს, სურს შინ, ქალაქ ატლანტაში დარჩენა.

მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ "მაიამისა" და "ოკლაჰომა სითის" წინა ხაზის გაძლიერება ნამდვილად სჭირდებათ (განსაკუთრებით, "მაიამის").

ვინ იცის, იქნებ ზაზას შესაძენად მილიონებიც გადადონ...

ატლანტელ ქომაგს ფაჩულიას ჯორჯიის შტატში დარჩენის იმედს მისი ინტერვიუ უღვივებს. აი, რა უთხრა მან გაზეთ "ატლანტა კონსტიტუშენის" ჟურნალისტ კრის ვალვმორს:

- ატლანტა ჩემი სახლია, სად წავალ? მთელ ზაფხულს აქ გავატარებ. საქართველოს ნაკრებში წლეულს ვერ ვითამაშებ. ასე რომ, წინა წლებთან შედარებით, ზაფხულში მეტ დროს ატლანტაში დავყოფ.

- "ჰოქსის" ხელმძღვანელობა რას აპირებს?
- "ატლანტას" ამ ზაფხულს ბევრი სამუშაო აქვს, რადგან გუნდში არაერთი თავისუფალი აგენტია. ისიც გასათვალისწინებელია, რომ მწვრთნელის ცვლილებაზეც მიდის მსჯელობა...

რაც შეეხება ჩემს დარჩენას, დღეს ვერაფერს ვიტყვი. ჯერ ნაოპერაციები ფეხის მკურნალობაზე ვარ ორიენტირებული.

* * *
როგორც საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გვითხრა, მისი "ატლანტაში" დარჩენა მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული მწვრთნელზე. მართალია, ლარი დრიუ პოსტიდან არ წასულა (მას "მილუოკი ბაქსი" ეპატიჟება), მაგრამ ისიც ცნობილია, რომ კლუბის ხელმძღვანელობა მის შემცვლელს ეძებს.

სხვა კანდიდატებს შორის სახელდება იტალიელი სპეციალისტი ეტორე მესინა, რომელიც ამჟამად მოსკოვის ცსკა-ს წვრთნის, ხოლო 2003-04 წლებში იტალიურ "ბენეტონში" მანუჩარ მარკოიშვილის დამრიგებელი იყო.

შარშან მესინა "ლეიკერსში" ასისტენტად მუშაობდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ზაზა ფაჩულია: ნეტავ საშუალება მომეცეს და აკადემიას აფხაზეთში გავხსნიდი
ზაზა ფაჩულია: ატლანტაში სიამოვნებით დავრჩებოდი, მაგრამ...
ზაზა ფაჩულიამ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა
მკითხველის კომენტარები / 2 /
ლებრონის გვერდით ზაზა...აუ რას გაასწორეებს ტოოოო ;)
guja
16:28 29-05-2013
0
ორივე მაგარი გუნდია მარა მაიამიში წავიდეს რაა :| ჰასლემს ბევრად ჯობია და ბეჭდის დიდი შანსი ექნება :)
beqa
13:48 28-05-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული