შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში, ბასკური დერბის ბოლოს "ბილბაოს" კალათბურთელ დეიან ტოდოროვიჩსა და "ბასკონიას" ქართველ ლეგიონერ თორნიკე შენგელიას შორის ჩხუბი გუნდი-გუნდზე დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ინციდენტის მოთავე კალათბურთელებმა ბოდიში კი მოიხადეს საჯაროდ, მაგრამ სანქციებს რომ ვერ გაექცეოდნენ, ცხადი იყო.
ესპანურმა ლიგამ გადაწყვიტა, შენგელიას და ტოდოროვიჩს დროებით, საქმის გამოძიებამდე, მიეცეთ დისკვალიფიკაცია. ორივე კალათბურთელს 10 დღის ვადა აქვს გადაწყვეტილების გაპროტესტებისთვის.