თორნიკე შენგელიას 17 ქულა "ბასკონიას" ევროლიგაზე მოსაგებად არ ეყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრების კალათბურთელის თორნიკე შენგელიას გუნდმა "ბასკონიამ" ევროლიგის რეგულარულ ჩემპიონატში მე-14 ტურის მატჩი 23 დეკემბერს, სტუმრად ბერძნულ "პანათინაიკოსთან" ჩაატარა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა - 68:69.

ათენში გამართულ შეხვედრაში, სტუმართა ქართველი ფორვარდი სასტარტოში არ ყოფილა, თუმცა, თავის გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო. თორნიკემ მოედანზე გატარებულ 22:18 წუთში 17 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა, რასაც თითო ჩაჭრა და პასი დაუმატა. შენგელიას 14 ორქულიანიდან მიზანს 6-მა უწია, 5 საჯარიმოდან კი ყველა ზუსტი იყო.

შეხვედრა დაძაბულად წარიმართა, პირველი ტაიმი კი სულაც ესპანური გუნდის გამარჯვებით 41:37
დასრულდა. ბერძნებმა მოგება დასკვნით 10 წუთში მოპოვებული უპირატესობის ხარჯზე მოახერხეს. შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი მასპინძელთა ამერიკელი ცენტრი კრის სინგლტონი იყო 23 ქულით, 5 მოხსნითა და 1 ჩაჭრით.

"ბასკონიას" ევროლიგაზე 9 მოგება და 5 მარცხი აქვს, მომდევნო მატჩს კი 29 დეკემბერს შინ თელ-ავავის "მაკაბისთან" ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
42% სიზუსტე თამაშიდან...ცუდი სტატიატიკაა და იმედია გამოასწორებს თოკო!
Paat
16:02 24-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული