"არმია" ვლადიმერ ბოისამ დატოვა

AutoSharing Option
მკითხველს მოეხსენება, რომ საქართველოს ჩემპიონის, "არმიას" ოთხივე ლეგიონერი მეორე წრიდან კარიერას საქართველოში აღარ გააგრძელებს - კურტის მილეიჯი, ლემეინ უილსონი, იოაკიმ შელბომი და მარკუს ფეისონი.

მათთან ერთად გუნდი დატოვა ვლადიმერ ბოისამ. ამის მიზეზი ისაა, რომ ვოვას პირველ წრესთან შედარებით ნაკლები ხელფასი შესთავაზეს.

"არმიაში" არსებულ სიტუაციაზე მთავარ მწვრთნელ კოტე ტუღუშს ველაპარაკეთ.

- გუნდი ხუთმა კალათბურთელმა დატოვა. შესაბამისად, ამჟამად ჩვენთან 9 კალათბურთელი ვარჯიშობს და წვრთნისას ხუთი-ხუთზე თამაშის საშუალება არ გვაქვს.

- ყველაზე გვიან ვლადიმერ ბოისა წავიდა...
- მას შედარებით დაბალი თანხა შესთავაზეს და
სლოვენიაში, საკუთარ ოჯახთან უკვე გაემგზავრა. არადა, მისი "არმიაში" დარჩენა მეც მსურდა და, ვფიქრობ, ვოვასთვისაც კარგი იქნებოდა.

- შემადგენლობის შევსებას არ აპირებთ?
- განაცხადში ორი ადგილიღა გვაქვს. ქორქია-საკანდელიძის მემორიალზე ვახტანგ მინაშვილი დაგვეხმარება, რომელიც გუნდში შარშან თამაშობდა.

სუპერლიგისთვის დაგვემატება თუ არა, ეს ოფიციალურად მოგვიანებით გადაწყდება. მინაშვილის განაცხადში შეყვანის შემთხვევაში დაგვრჩება ერთი ადგილი, რომელსაც სავარაუდოდ, ქართველით შევავსებთ.

- როცა ბიუჯეტი იკვეცებოდა, ალბათ, მიზნების შეკვეცაზეც ფიქრობდნენ.
- შემადგენლობაში ცვლილებები ფინანსური მიზეზით განხორციელდა, თუმცა, ამავე დროს, იყო გუნდის ინტერესებიც.

ეს ყველაფერი იმ იმედით მოხდა, რომ "არმია" არა მხოლოდ მაისის ბოლომდე, არამედ სამომავლოდაც იარსებებს.

რაც შეეხება მიზნებს, ისევე, როგორც აქამდე, ახლაც ყველა შეჯიბრებაში მაქსიმუმის მიღწევას ვეცდებით - ქორქია-საკანდელიძის მემორიალზე, საქართველოს თასზე, სუპერლიგაში... უბრალოდ, მიზნის მისაღწევი გზა გართულდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
არადა ბოისა თანახმა იყო თანხის განახევრების შემთხვვევაშიც დარჩენილიყო მაგრამ იმდენად ნაკლები შესთავაზეს რომ წასვლა არჩია, წარმატებები სადაც არ უნდა წავიდეს...
bububa
12:03 15-01-2013
0
მაინც გამოდის, რომ შსს და არმია მე უნდა ჩემი ფულით დავაფინანსო! მოძებნონ სპონსორები და თუ უნდათ მაიკლ ჯორდანი ჩამოიყვანონ და დიდი ხელფასების დაირიგონ. ბიუჯეტის ფულს არც ტუღუში და არც ბოისა და არც ბოდიში და სხვა "ზანგები" არ უნდა იღებდნენ! ბავშვთა კალათბურთს მივხედოთ!
giorgi
11:43 15-01-2013
0

სიახლეები პოპულარული