"მინსკი" საბრძოლველად მზადაა

AutoSharing Option
"სოხუმის" მეტოქე "მინსკი" თბილისში 3 ოქტომბერს ღამით ჩამოვიდა, დაისვენა და სპორტის სასახლეში 19:30 საათზე ივარჯიშა.

ერთი შეხედვით, ბელარუსებს კარგი ლეგიონერები ჰყავთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შემადგენლობა თანდათან შეივსო და რამდენად მოასწრეს შეთამაშება, ეს უშუალოდ მატჩისას გამოჩნდება.

ბელარუსი ჟურნალისტისგან ექსკლუზიურად მოვიპოვეთ ინფორმაცია, რომლის თანახმად მინსკელებს გული სწყდებათ, რომ შარშანდელი სეზონის შემდეგ გუნდიდან წავიდა ოთხი წამყვანი კალათბურთელი: კორშჩუკი, კინგი, მაკკი და სენდერსი.

წლეულს ყველა უცხოელი ახალწვეულია (მათ გვარებს განაცხადში იხილავთ), რომელთა შორის ყველაზე მეტად ჯულიუს ჰოჯის ეიმედებათ. აი, რას ამბობს ეს
ამერიკელი ("დენვერში" აქვს ნათამაშები):

- მოხარული ვარ, რომ ბელარუსებმა გუნდში კარგად მიმიღეს. მწვრთნელი მეუბნება, რომ ჩემგან ლიდერის თვისებების გამოვლენას ელის. ამისთვის მზად ვარ. სასიამოვნოა ისიც, რომ ძირითადად პლეიმეიქერის პოზიციაზე მომიწევს თამაში. ამ ამპლუაში თავს შესანიშნავად ვგრძნობ. "სოხუმთან" მატჩებში ვეცდები "მინსკს" მოვახმარო NBA-ში მიღებული გამოცდილება.

ბელარუსთა გენერალური მენეჯერი ნიკოლაი შერევერია ყურადღებას ამახვილებს ფინანსურ საკითხებზე:
- გვქონდა გარკვეული პრობლემები, თუმცა სიტუაცია ახლა სტაბილურია  და  ვმუშაობთ მეტი სპონსორის მოზიდვაზე. რაც შეეხება თბილისურ მატჩს, ვიცი, იოლი არ იქნება: საქართველოში გულშემატკივრები ვეფხვებივით არიან. იქაური ენაც რომ არ იცოდე, მაინც შესაძლებელია "ატომური შეძახილების" გაგება. თბილისში ჩვენი კალათბურთელების მებრძოლი თვისებების იმედად ვიქნებით.

"მინსკის" მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი კრივონოსმა დაიჩივლა:
- "სოხუმის" მატჩების მხოლოდ ორი ვიდეოჩანაწერი გვაქვს, "უნიქსთან" და "დნიპროსთან". სასურველია, მეტი გვენახა, მაგრამ არა უშავს. მეტოქეზე ზოგადი წრამოდგენა შეგვექმნა. რაც შეეხება "მინსკს", ახალი შეკრებილი გუნდია და თანდათან ვუმატებთ. ახალწვეულებით კმაყოფილი ვარ.

მინსკი
მოთამაშე პოზიცია სიმ. დაბ.თარ. 2010-11
ვლადიმირ ჩარკო უკანახაზელი 200 1974 მინსკი
დე ვონ ჰარდინი ცენტრი 2011 1986 იავნე (ისრაელი)
ჯასტინ ჰოუკინსი ფორვარდი 201 1985 სტრასბური (საფრანგეთი)
ჯულიუს ჰოჯი ფორვარდი 1983 ჯიანგსუ (ჩინეთი)
ვალიასტინ იჰნატჩუკი უკანახაზელი 192 1991 მინსკი
ჯასტინ კნოქსი ფორვარდი 205 1989 მიუნხენი (გერმანია)
ალექსანდრე კოჟენეცი ცენტრი 207 1977 მინსკი
ალექსანდრე კუდრიავცევი გამთამაშებელი 190 1980 მინსკი
ალექსანდრე ლაშკევიჩი ფორვარდი 204 1978 მინსკი
ვერდან ნაკიჩი გამთამაშებელი 184 1989 ბროტნიო (ბოსნია)
ალექსანდრე სემიანიუკი ფორვარდი 205 1993 მინსკი
ალექსანდრე ტრატსინეტსკი ფორვარდი 200 1986 მინსკი
როსტისლავ ვერგუნი უკანახაზელი 196 1982 მინსკი
მთავარი მწვრთნელი: ანდრეი კრივონოსი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული