ქორქია-საკანდელიძის მემორიალი. მეოთხე დღე: მიიყვანს "ოლიმპი" საქმეს მინუსებამდე?

AutoSharing Option
ქორქია-საკანდელიძის მემორიალზე მეოთხე დღის მატჩების შემდეგ ორივე ჯგუფში საინტერესო სიტუაცია შეიქმნა: კვირას გასამართი ორი შეხვედრა ნახევარფინალს გაუტოლდა - "შსს აკადემია"-"რუსთავი" და "არმია"-"ოლიმპის" მატჩებში ფინალისტების ბედი გადაწყდება.

თუ პირველ შეხვედრაში საქმე მარტივადაა, არმიელთა და ოლიმპელთა დაპირისპირებაში საუკეთესოს გამოსავლენად მცირე გათვლაა საჭირო. საქმე ისაა, რომ "არმია" ხუთშაბათს "დინამოსთან" 75:78 დამარცხდა, ხოლო "ოლიმპმა" გუშინ "დინამოს" 85:59 სძლია.

ასე და ამგვარად, თუ დინამოელებმა კვირას "სამედიცინოს" აჯობეს (დიდი ალბათობით ასეც მოხდება), ხოლო "არმიამ" "ოლიმპს" მოუგო, ეს სამი გუნდი ქულათა თანაბარ რაოდენობას მოაგროვებს და პირველადგილოსნის ბედი
მიღებულ-გაშვებული ქულების დათვლის შედეგად გაირკვევა.

სადღეისოდ, დიდ უპირატესობას ფლობს "ოლიმპი" +26, "დინამოს" -23 აქვს და ფინალში მისი გასვლა გამორიცხულია, "არმიას" -3.

ასე რომ, თუ ძალოვნებმა 15 ქულის სხვაობით მოიგეს, პირველ ადგილზე გავლენ, ხოლო მათი 14-ქულიანი გამარჯვება ფინალისკენ გზას "ოლიმპს" გაუხსნის. მიღებულ-ჩაგდებული ქულების დათვლა აღარ დაგვჭირდება, თუ "ოლიმპი" "არმიას" დაამარცხებს. ამ შემთხვევაში მოგებათა რაოდენობით ჯგუფში ყველას ოლიმპელები აჯობებენ.

* * *

გუშინდელი დღის ცენტრალური მატჩი "დინამოსა" და "ოლიმპს" შორის გაიმართა, რომლის შედეგი ზემოთ უკვე მოგახსენეთ.

დიღმელთა დიდი სხვაობით მარცხს ორი ახსნა შეიძლება მოეძებნოს. პირველი - ირაკლი ხოშტარიას შეგირდებმა წინა დღისით მთელი ენერგია "არმიასთან" გამარჯვებას შეალიეს და გუშინდელ შეხვედრას გამოფიტულები შეხვდნენ.

და მეორე - გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა "ოლიმპმა" მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა. მათ დიდი უპირატესობა მოიპოვეს ფარქვეშ, რაც უმთავრესად ცენტრის სტეფან მილოშევიჩის დამსახურებაა (18 ქულა, 13 მოხსნა).

ოლიმპელები მხოლოდ სამწამიანში როდი დომინირებდნენ, მათ 12 სამქულიანი ჩააგდეს. შეუჩერებელი იყო საქართველოს ნაკრების წევრი ლევან ფაცაცია - 25 ქულა.

ამავე ჯგუფში სტუ-მ სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვა - "სამედიცინო" 89:68 დაამარცხა. წარმატებაში ლომის წილი დაიდო ტატო ჩაჩიბაიამ, რომელმაც 24 ქულას 17 მოხსნა მიამატა.

* * *

მეორე ჯგუფში თითქმის ისეთივე სურათი ვიხილეთ, როგორც წინა დღისით: "სოხუმმა" და თსუ-მ კარგად ჩატარებული პირველი ტაიმების შემდეგ გადამწყვეტი მომენტისთვის ძალები ვერ შემოინახეს და ამჯერადაც დამარცხდნენ.

როგორც უკვე გითხარით, ფინალის საგზურისთვის კვირას ერთმანეთს "შსს აკადემია" და "რუსთავი" ითამაშებენ.

ქორქია-საკანდელიძის მემორიალი. მესამე დღე
-14 და -15, მიიყვანს ოლიმპი საქმეს მინუსებამდე?

17 იანვარი
რუსთავი-თსუ 85:72
26:17, 13:20, 25:20, 21:15
რუსთავი: ბოუი (17ქ, 4პ, 7მ, 3ჩ), ცეკვავა (21ქ, 6მ), ვატადი, აბაიშვილი, ჩაჩანიძე, ნელსონი (18ქ, 11მ, 3პ), ჭოჭუა (9ქ, 4პ), ტუჯანი (6ქ, 4პ), ათანელიშვილი (10ქ), მაჭავარიანი, ხმელიძე (4ქ).
თსუ: გ. ბაქაძე (21ქ, 7პ), ასელაინი (2ქ), კოხრეიძე, თავამაიშვილი (2ქ), ტეტელაშვილი (2ქ), კობიძე (3ქ), ბერუაშვილი (15ქ, 9მ, 4პ, 3ჩ), ჩქარეული (6ქ), ხიზანიშვილი (16ქ), ნოზაძე (5ქ, 7მ).

სტუ-სამედიცინო 89:68
18:21, 21:20, 24:10, 26:17
სტუ: ჩაჩიბაია (24ქ, 17მ, 3პ), თევზაძე (14ქ, 3პ), კორკოტაძე (1ქ), ლ. მინაშვილი, მაჩალაძე (12ქ, 11მ, 4ჩ), პირველაშვილი (22ქ, 5მ, 5პ, 3ჩ), კუჭავა (7ქ), ძიძიგური (9ქ, 3პ).
სამედიცინო: ჯიქია (2ქ, 4პ), ბიბილური (2ქ, 5მ), არწივიძე (6ქ, 4პ), შიოლაშვილი (2ქ, 7მ), ტუკვაძე, გაბისონია (17ქ, 5მ, 4პ), მაისურაძე, ფერიაშვილი (12ქ, 9მ), გ. რევაზაშვილი (16ქ, 10მ), კორძაძე (2ქ), ჭიჭვეიშვილი (9ქ, 5მ), ელიაძე.

შსს აკადემია-სოხუმი 79:64
17:21, 19:20, 22:14, 21:9
შსს: ჩიტაშვილი (1ქ, 4პ), ვონი (16ქ, 9მ, 8პ), როგავა (9ქ, 3პ), ბოქოლიშვილი (1ქ, 3ჩ), ლონდარიძე (16ქ, 5მ), პრევიტი (9ქ, 6მ), იმნაძე, ლომოური (2ქ), ანთაძე (2ქ), ბექაური (6ქ), არჩიბეკი (19ქ, 13მ).
სოხუმი: მეგენეიშვილი, ბულიავა (13ქ, 7მ), ჩლაიძე (16ქ, 3პ), კოპალიანი (5ქ), შვანგირაძე (5ქ), დეკანოიძე (1ქ), ბააკაშვილი (2ქ, 6პ, 2დ), ქადარია (22ქ, 14მ), ბეშქენაძე, მუჟნიეკსი.

ოლიმპი-დინამო 85:59
29:17, 17:19, 22:11, 17:12
ოლიმპი: გულისაბედაშვილი (7ქ), ტომარაძე (14ქ, 7მ), სოკი (9ქ, 8პ), ბერიშვილი (2ქ, 8მ, 8პ), ფაცაცია (25ქ, 9მ, 4პ), ცირეკიძე, ა. დვალიშვილი (6ქ), მილოშევიჩი (18ქ, 13მ, 3პ, 5დ), ანდრიუკაიტისი (4ქ).
დინამო: კარიმი (13ქ, 3პ), ჩიკვილაძე (13ქ, 3ჩ), ლილუაშვილი, კობაიძე, ნინიაშვილი (8ქ), კეიდია (3ქ), ორმოცაძე, გელაზონია (8ქ, 5მ), კლაიმენი (10ქ, 3პ), ღუდუშაური (4ქ).

A ჯგუფი
გუნდი თ მ წ ქ
1. ოლიმპი 3 3 0 6
2. დინამო 3 2 1 5
3. არმია 3 2 1 5
4. სტუ 4 1 3 5
5. სამედიცინო 3 0 3 3

B ჯგუფი
გუნდი თ მ წ ქ
1. შსს აკადემია 2 2 0 4
2. რუსთავი 2 2 0 4
3. სოხუმი 2 0 2 2
4. თსუ 2 0 2 2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული