დენის შრიოდერი ევრობასკეტზე იქნება

AutoSharing Option
"ატლანტა ჰოქსის" გამთამაშებელმა დენის შრიოდერმა დაადასტურა, რომ 2017 წლის ევრობასკეტზე გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში ითამაშებს. ამის შესახებ 23 წლის მცველმა მშობლიურ ქალაქ ბრაუნშვაიგში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა.

"აუცილებლად ვითამაშებ ზაფხულში, რადგან თავს გერმანელად მივიჩნევ. მიყვარს გერმანიის ჰიმნი. დიდი ხანია ის არენაზე არ მომისმენია და თანდათან მოვიდა დრო - ისევ გავაკეთო ეს", - მოჰყავს შრიოდერის სიტყვები BBL Profis-ს.

გასულ რეგულარულ ჩემპიონატში შრიოდერმა საშუალოდ მატჩში 17.8 ქულა, 6.4 შედეგიანი პასი და 3.2 მოხსნა მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ წლევანდელ ევრობასკეტზე გერმანია საქართველოს ნაკრების მეტოქეა ჯგუფურ ეტაპზე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 1 /
შრიოდერი კი არა ტუნდაც ნოვიცკიც ატამასონ
შოთა გუგეშაშვილი
21:21 01-06-2017
0

სიახლეები პოპულარული